"550 000 ევროს სთავაზობენ" - გორის "დილა" ევროტურნირების წინ, შესაძლოა, ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩეს

AutoSharing Option
ბარბადოსელი ჟურნალისტი ანმარ გოდრიჯი-ბოისი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბულგარული "ლევსკი" გორის "დილას" 21 წლის ბარბადოსელი ფორვარდის, ტიერი გეილის სანაცვლოდ 550 000 ევროს სთავაზობს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ქართული კლუბის ერთ-ერთი ლიდერია და მან წლევანდელი ეროვნული ლიგის 19 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო.

ის გორელთა რიგებში 2022 წელს უნგრული "ჰონვედიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

შეგახსენებთ, რომ "დილას" მეტოქე კონფერენს ლიგაზე სლოვაკური "დუნიასკა სტრედა" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
დილა არის ერთადერთი გუნდი,რომელსაც ასე თუ ისე ნორმალური ლეგიონერები ყავს.
კახა ქ.
01:00 07-07-2023
0
როცა გეილი დილაში მოვიდა ყველა დაცინოდა ბარბადოსელმა რა ფეხბურთი უნდა ითამაშოსო. რას თამაშობს კი ვნახეთ. ყველაზე მაგარი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს დილას, უფასოდ მოყავს ფეხბურთელები იყენებს თავისთვის და როცა დრო დგება გაყიდვის ყიდის. ამის შემცვლელიც ყავს გუნდს უკვე ასამოა, ისიც ახალგაზრდაა 20 წლის. იმასაც აათამაშებს დემჩენკო და დრო რო მოუვა იმასაც კაი ფასში გაყიდიან.
0

სიახლეები პოპულარული