თბილისის "დინამომ" ორი აფრიკელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
"დინამო თბილისში" ორი ახალწვეულია. კოტდ’ივუარელი გარემარბი, 21 წლის მუსა სანგარე და 20 წლის კამერუნელი ნახევარმცველი იოზეფ იენჯოკი.

სანგარე საფეხბურთო აკადემია "რაით თუ დრიმის" აღზრდილია. თამაშობდა დანიური "ნორდსიელანდის" ასაკობრივ და ძირითად გუნდებში, კაუნასის "ჟალგირისში" და ასევე, დანიურ "ნესტვედში". ბოლოს კი მუსა სანგარე სლოვაკური "პოდბრეზოვას" ღირსებას იცავდა. კოტდ’ივუარელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2+2 ფორმატით გაფორმდა.

რაც შეეხება იოზეფ იენჯოკს, კამერუნელი საყრდენი ადგილობრივი "უნიონ დუალას" აღზრდილია და იმავე კლუბში გამოდიოდა. კონტრაქტი მასთანაც 2+2 ფორმატით გაფორმდა. იენჯოკს კამერუნის 20 და 23-წლამდელთა ნაკრებში სამ-სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული.
კამერუნელი ფეხბურთელი "დინამო თბილისში" სკაუტინგ კომპანია Nordensa-ს დახმარებით გადმოვიდა.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
მინდა ავღნიშნო,რომ რაც ამ საიტის კომენტარებს ვკითხულობ "მეზღვაურს"ყოველთვის ჩამოყალიბებული და კარგი კომენტარები აქვს.ალბათ ერთ-ერთი საღად მოაზროვნე პიროვნებაა ამ საიტზე.ასე გააგრძელე მეგობარო.ვინც მეთანხმებით ლაიქი დაწერეთ.
გიორგი
11 ივლისი 2023 02:20
6
დინამოს გულშემატკივარი არავარ მაგრამ ევრო ტურნირებზე ყველა ქართული კლუბის წარმატება გამიხარდება. ქართული კლუბების ისტორიიდან გამომდინარე დინამო ქართული ფეხბურთის სახედ ითვლება და გამიხარდება მისი წარმატება მაგრამ ეს რა არის სირცხვილია უბრალოდ სადაც მექსიკაში ყაზახეთში და ჩვენზე დაბალი დონის ქვეყნებში მიდიან საკმაოდ ცნობადი და გამოცდილი ფეხბურთელები ნორმალური შეთავაზებით აქაც შეიძლება ჩამოვიყვანოთ უბრალოდ აქ მხოლოდ ფულზე ფიქრობენ და არა შედეგზე
Zellllll
11 ივლისი 2023 05:35
1
ამ ტორპედოს და ბათუმს რა ჭირთ არცერთს არ უვარგათ შეტევა ამ დროს კი ავთო ებრალიძე და ბაჩანა არაბული თავისუფალი აგენტები არიან არც თბილისის დინამოს აწყენდა არაბულის დამატება დაუშვილიც თავისუფალია ამათ კაპიკის გაგდება არ უნდათ . რო მოაქუჩებთ ამ მეორად ფეხბურთელებს დაიმატეთ ორის მაგივრად ერთი გამოცდილი პროფესიონალი სპორცმენი და შეახიდეთ ახალგაზრდას ისიც ისწავლის რამეს და შედეგებიც არ გექნებათ თავზარდამცემი.
გიოსვანი
11 ივლისი 2023 14:27
0
ნუ წაიღეთ ტვინი ამ აფრიკელებით! რა დამპალი მიდგომაა?
ვაახ?
11 ივლისი 2023 23:10
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული