ვატო არველაძე თბილისის "დინამოში" ითამაშებს

AutoSharing Option
ვატო არველაძე კარიერას "დინამო თბილისში" გააგრძელებს. ქართველი ფორვარდი ჩვენს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მისი ბოლო კლუბი ბაქოს "ნეფთჩი" გახლდათ.

აზერბაიჯანულ კლუბამდე არველაძეს თბილისის "ლოკომოტივში", პოლონურ "კორონასა" და თურქულ "კარაგუმრუკში" უთამაშია. იგი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ. ეროვნულ ნაკრებში მას ორი მატჩი აქვს გამართული და ერთხელ შეძლო მეტოქის კარის აღება.

მხარეებს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა. ხელშეკრულება თანამშრომლობის ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობასაც მოიცავს.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 34 /
ანუ ტიპმა 2022-2023 სეზონში აზერბაიჯანში 20 თამაშში მიიღო მონაწილეობა (18 ჩემპიონატი 2 თასი) ითამაშა სულ 500 წუთი, მიიღო 5 ყვითელი ბარათი და გაიტანა 0 გოლი. სერიოზული გაძლიერებაა
მინდია
01:01 17-08-2023
0
რასაც რომან ფიფია აკეთებს უკვე დაცინვაც აღარ არის, ყველა ზღვარს დიდი ხანია გადასცდა,აკადემიას ამოფარებული ვაჭარი რომელიც დინამოს სახელზე მუშაობს საუკეთესო ბავშვები ყავს დინამოს სახელის გამო და რეალურად კადრებს ვერ ამზადებს, კვარაცხელიაც კი საერთოდ არ იყო მზად დიდი ფეხბურთისთვის რუსეთში პირველი სეზონი სრულიად ჩაუვარდა, იქ მოიყვანეს ფერზე და ეხლა ამათმა მიიწერეს ეს წარმატება, უფრო მესტაც ვიტყვი მამარდაშვილის ტალანტი და აზაროვის საერთოდ ვერ დაინახეს თავიდან მოიცილეს, უბრალოდ ქვეყნის მთავარი სპორტული ბრენდის სახელს აზის ნაცების დროს რომ აჩუქეს. კვარაცხელიას წარმატებამ მის ქორ ვაჭრულ გეგმას კიდევ უფრო ფრთები შეასხა, ცნობადობამ აიწია და აწი მაგას რაღა მოიცილებს, ვის ატყუებენ აკადემიით, მაგალითად როგორც კალათბურთში რეალურად რამოდენიმე დიდი ტალანტის ხარჯზე გავდივართ ფონს და მათ მერე საშინელი წყვეტა არის, მაგრამ ჩინოვნიკები ნაკრების წარმატებას თავის თავს მიაწერენ არადა ჩვენი ნაკრები ლიდერების გარეშე რომ ათამაშო ესტონეთის საკალათბურთო ნაკრებთან ისინიც ლიდერების გარეშე რომ იყვნენ ან თუნდაც შვედების მეორე ნაკრებთან და ასე შემდეგ, ყველგან განადგურდებიან იმიტომ რომ ადგილზე კადრები არ მზადდება. ასე არის ფეხბურთშიც, რამოდენიმე კაცის წარმატება გარკვეულწილად დათვურ სამსახუღს უწევს და ხორც მეტები თავის ლეგიტიმაციას ცდილობენ.
ნიკო
03:13 17-08-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული