"ბარბადოსელი მესი" "დილადან" "მიდტიულანდში გადადის

AutoSharing Option
ბრიჯტაუნელი სპორტული ჟურნალისტი ანმარ გოდრიჯი-ბოისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ "დილას" 21 წლის თავდამსხმელი ტიერი გეილი "მიდტიულანდში" გადადის.

ჟურნალისტის ცნობით, დანიური კლუბი გეილთან კონტრაქტის პირად დეტალებს შეათანხმებს და ტრანსფერი მალე განხორციელდება.

"მიდტიულანდის" გულშემატკივრები უკვე მიესალმებიან გეილს და მას "ბარბადოსელ მესის" უწოდებენ.

"მიდტიულანდი" 5 ტურის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატზე 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა, სადაც "ლეგიას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მე ვინც მახსოვს მართლა ძლიერი ლეგიონერები ეს იყო გეილი და ჩისკო.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
20:59 21-08-2023
8
არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ მე მგონია საქართველოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერი იყო ბრაზილიელი აკინო, რომელმაც ერთი სეზონი ითამაშა მხოლოდ რუსთავში, 25 გოლი გაიტანა, რუსთავი ჩემპიონი გახდა იმ წელს. დაბრუნდა შემდეგ ბრაზილიაში და სერია ა-ში ითამაშა კარგა ხანი თუ არ ვცდები ატლეტიკო მინეიროში, აი ასეთი ლეგიონერები უნდა ეძებონ. აკინო და მასთან ერთად როგორც მახსოვს კიდევ სამი თუ ოთხი ბრაზილიელი მაშინ ჩამოიყვანა ბრაზილიაში მომუშავე ქართველმა მწვრთნელმა გვარი კარგად არ მახსოვს ალადაშვილი იყო მემგონი გოჩა თუ კახა, ნეტა სად არის ეხლა ეს კაცი.
ტიტე
22:23 21-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული