დილა 0:3 დინამო თბ
ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდები, კონკურენტები. თამაში საინტერესო გამოდგა და 61-ე წუთამდე ფრე იყო.
პირველი ბურთი უსმანე კამარამ გაიტანა დინამოელთა კაპიტან დავით სხირტლაძის ლამაზი ქუსლური პასის შემდეგ.
მეორე და მესამე გოლები კი ბოლო წუთებზე გავიდა: ჯერ გიორგი ხარაიშვილმა ორიგინალურად თავზე გადაუგდო ბურთი "დილას" მეკარე ევგენ კუჩერენკოს, ბოლოს კი სხირტლაძემ ლევან ოსიყმაშვილის პასით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა -
ეს იყო "დინამო თბილისის" მეოთხე მატჩი ესპანელი ანდრეს კარასკოს ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში გუნდმა ჯამში 10 ქულა აიღო და 16 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 5 გაუშვა.
erovnuliliga.ge