გორული კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათ უკრაინელს ხელფასის სახით 10 000 დოლარი შესთავაზეს, მაგრამ დემჩენკომ მაინც წასვლა ამჯობინა.
"ძვირფასო გულშემატკივრებო, მოგეხსენებათ, რომ ანდრი დემჩენკო გორის "დილას" აღარ გაწვრთნის. გვსურს განვმარტოთ, ჩვენმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანდრეი დემჩენკო კლუბში დარჩენილიყო. კლუბმა მთავარ მწვრთნელს შესთავაზა ჩვენი კლუბისთვის რეკორდული ხელფასი, 10 000 დოლარის ოდენობით, რადგან სეზონისთვის მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს დასახული და მისი შენარჩუნება კლუბისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ჩვენი
ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ანდრი დემჩენკოს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, წარმატებისთვის და კლუბის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ კლუბში ანდრეი დემჩენკოს კარიერის უეცარი დასრულების მიუხედავად, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ ამ პერიოდის გადალახვას და ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ." - წერია "დილას" მიერ გავრცელებულ ტექსტში.
ანდრეი დემჩენკომ კონტრაქტი ბათუმის "დინამოსთან" გააფორმა. უკრაინელი აჭარულ კლუბში 2025 წლის ბოლომდე დარჩება.