"10 000 დოლარი შევთავაზეთ" - გორის "დილამ" დემჩენკოზე განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
გორის "დილამ" "ფეისბუქგვერდზე" ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა და კლუბიდან ანდრეი დემჩენკოს წასვლაზე განმარტება გააკეთა. 

გორული კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათ უკრაინელს ხელფასის სახით 10 000 დოლარი შესთავაზეს, მაგრამ დემჩენკომ მაინც წასვლა ამჯობინა. 

"ძვირფასო გულშემატკივრებო, მოგეხსენებათ, რომ ანდრი დემჩენკო გორის "დილას" აღარ გაწვრთნის. გვსურს განვმარტოთ, ჩვენმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანდრეი დემჩენკო კლუბში დარჩენილიყო. კლუბმა მთავარ მწვრთნელს შესთავაზა ჩვენი კლუბისთვის რეკორდული ხელფასი, 10 000 დოლარის ოდენობით, რადგან სეზონისთვის მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს დასახული და მისი შენარჩუნება კლუბისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ჩვენი
დიდი იმედგაცრუების მიუხედავად,  ანდრეი დემჩენკომ გადაწყვიტა წასულიყო კონკურენტ გუნდში და კლუბი დაეტოვებინა შუა სეზონში.

ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ანდრი დემჩენკოს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, წარმატებისთვის და კლუბის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ კლუბში ანდრეი დემჩენკოს კარიერის უეცარი დასრულების მიუხედავად, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ ამ პერიოდის გადალახვას და ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ." - წერია "დილას" მიერ გავრცელებულ ტექსტში. 

ანდრეი დემჩენკომ კონტრაქტი ბათუმის "დინამოსთან" გააფორმა. უკრაინელი აჭარულ კლუბში 2025 წლის ბოლომდე დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 30 /
დემჩენკო ძალიან მაგარი მწვრთნელია, ის ბევრად მეტს იმსახურებს ვიდრე 10000 დოლარია, ამასთან არ იყო საჭირო ეს ინფორმაცია საჯარო ყოფილიყო. დემჩენკოს წარმატებები
qartveli
16:56 31-08-2023
23
10000 დოლარად სხვა კარგ მწვრთნელსაც იშოვით. ასე გაქცეული კაცის ხვეწნა აღარაა საჭირო. კაი ჩიტს დაიჭერს ბათუმის დინამოში.
კირკიტა
16:26 31-08-2023
27

სიახლეები პოპულარული