გეილის ტრანსფერიდან მნიშვნელოვან თანხას "ჰონვედი" მიიღებს

AutoSharing Option
"დილა" "რაპიდში" გადასულ ტიერი გეილს გამოემშვიდობა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

"დილამ "ვენის "რაპიდთან" შეთანხმებას მიაღწია ტიერი გეილის ტრანსფერთან დაკავშირებით. ტრანსფერის თანხა 660 000 ევროს შეადგენს, რომლის გადახდაც მოხდება ეტაპობრივად 2023-2025 წლების სეზონებში.

ტიერი ჩვენმა გუნდმა უფასოდ დაიმატა "ჰონვედ ბუდაპეშტიდან", რომელიც მიიღებს მნიშვნელოვან თანხას ამ ტრანსფერიდან, რადგან "ჰონვედმა" შეინარჩუნა უფლებები მომავალი გაყიდვიდან.

ტიერი აღმოაჩინა საერთაშორისო სკაუტურმა პლატფორმა STARI-მ, რომელიც მუშაობს გორის "დილასთვის" და ასევე - ექსკლუზიურად ისრაელში, ისრაელის ჩემპიონ "მაკაბი ჰაიფასთვის". "სტარიმ" წარსულში "დილაში" სხვა გამორჩეული ლეგიონერები მოიყვანა, მათ შორის, ლეანდრო
რიბეირო და უსმან კამარა.

ტიერიმ 74 მატჩში 16 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან დიდი პროგრესი განიცადა გორის "დილაში". მადლობას ვუხდით მას გუნდის წარმატებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. დარწმუნებული ვართ, იგი გააგრძელებს თავისი გამორჩეული ნიჭის ჩვენებას მსოფლიოს წინაშე და ამაყად წარმოაჩენს ჩვენს კლუბს. მადლობა, ტიერი!", - ნათქვამია გორული კლუბის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჯერ ხო კაპიკებში გაყიდეს მერე იმ თანხას 3 წელი მიიღებს ნაწილ ნაწილ და მთლიანსაც ვერა მოკლედ მაგარი ღადაობაა და ჰო კიდე რახან დილას ეხება საქმე სამტრედიის მიერ 93წუთზე უმაისურიანო ფეხბურთელის მიერ გატანილ და წესების დარღვევით გატანილ გოლს რატო არსად არ მიექცა ყურადღება? მაისური არ ეცვა და მსაჯმა ოქმში რომ ჩაწერა გვარი როგორ დაადგინა ნომერი ფეხბურთელის? სატირელია წესები მსაჯმა რომ არ იცის და ფეხბურტელმა მითუმეტეს რადგან 0-0ზე ან 0-1ზე რო ექნა წარმოიდგინეტ ისე ის გოლი რო გაუქმებულიყო დილას მინიმუმ გათანაბრების შანსი დარჩენოდა მარა ამ საიტის ადმინები არ უყურებენ ეროვნულ ლიგას და იმ გოლს რას ნახავდნენ
ნოდო
20:39 05-09-2023
2
ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეეთი
Erling Haaland
20:17 05-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული