თბილისის "დინამომ" ესპანელი მცველი დაიმატა

AutoSharing Option
"დინამო თბილისმა" ესპანელი მცველი კიკე ლოპესი დაიმატა. იგი ჩვენს კლუბს ავსტრალიური "მელბურნ ვიქტორიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კიკეს თამაში როგორც მარცხენა, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუძლია.

კიკე ლოპესი "ალკორკონის" აღზრდილია. კარიერას განმავლობაში, იგი კიდევ ერთ ესპანურ გუნდში, "უნიონ ადარვეში" თამაშობდა. სამშობლოს გარდა, ლოპესი ასპარეზობდა მექსიკაში, სადაც "სან ლუისისა" და "კერეტაროს ღირსებას" იცავდა. 29 წლის მცველს ყაზახური "ასტანას" რიგებშიც უთამაშია.

"დინამო თბილისსა" და კიკე ლოპესს შორის ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა. იგი ლურჯ-თეთრების რიგებში 30-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

საკლუბო კარიერა

2014-17 ალკორკონი
(ესპანეთი)
2017-18 უნიონ ადერვა (ესპანეთი)
2018-19 სან ლუისი (მექსიკა)
2019-20 კერეტარო (მექსიკა)
2021 ასტანა (ყაზახეთი)
​2022-23 მელბურნ ვიქტორი (ავსტრალია)

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამას ელოდებოდნენ.როდის განთავისუფლდებაო.ეეგრრევე დავიტრიოტო.ვიგაცამ გაჩრა კანალი და მოყავს და მოყავს.ისე სხვა ვინ უნდა მოვიდეს დინამოში?
სიმართლე!!
14 სექტემბერი 2023 00:19
0
,,მაგარი,, აღმოჩენაა
baggio
13 სექტემბერი 2023 23:06
1
ანუ ჩვენი სელექციონერი წავიდა, შეხვდა, დააკვირდა თამაშს, გააანალიზა და შესთავაზა კონტრაქტი ალბათ ხომ? :-D
მეტი არაა ჩემი მტერი, იუთუბზე ვიდეო ნახა, ვიკიპედიაში სტატია რომ მართლა მაგ გუნდში ირიცხებოდა და წავიდა კონტრაქტი მეილზე,
დიდებული შენაძენია, რადგან ესპანელია ვალდებულია ფეხბურთი იცოდეს მაგრად :-D
რრრ
14 სექტემბერი 2023 10:18
1
აზრი? შედეგი იგივეა და ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს გადაუხადონ მაგდენი არ ჯობია...
კ.მარქსი ფ.ენგელსი
14 სექტემბერი 2023 11:52
1
დინამოს ყველაზე არაადეკვატური სელექცია აქვს ქართულ გუნდებში. თან აკადემიის ფეხბურთელების დაწინაურება უნდა, შემდეგ რომ გაყიდოს და თან ვიღაცა ჭ კლასის ფეხბურთელს იმატებს მის პოზიციაზე. ბევრი დაბალი დონის ფეხბურთელის მოყვანას ერთი საშუალო დონის ფეხბურთელი დაიმატო და აკადემიის ფეხბურთელები ათამაშო მის გვერდზე არ ჯობია.
კრიტიკოსი
14 სექტემბერი 2023 15:45
1
აქამდე გეკლდა მანდარინის მკრეფავები ეს რო არ მოგეთრიათ ? :D:D:D
იკა
15 სექტემბერი 2023 16:51
0
რაღაც ხდება ამ ყველაფრის უკან, შეუძლებელია ასე გაუმართლებელი სელეექცი ქონდეს კლუბს. ამხელა ბაზარია სამხრეთ ამერიკა და აფრიკა, სიხარულით მორბის ყველა ევროპაში და ესენი ვის დასდწვენ. ყველა შეუმდგარი ფეხბურთელი მოძებნეს
ტტ
15 სექტემბერი 2023 02:41
1
რომელ ახალგაზრდებს უნიჭო ტაბიძეს და მარგველაშვილს?ჰრუნს და ასტანას ღია კარის დღე რო მოუწყეს იმათ?
Master
14 სექტემბერი 2023 16:05
4

სიახლეები პოპულარული