თელავი 2:1 დილა
"თელავმა" ზედიზედ მესამედ მოიგო და საერთოდ, ბოლო 8 მატჩიდან 6 გამარჯვება აქვს. გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა ამჯერად გორის "დილას" აჯობეს.
თავიდან "დილა" დაწინაურდა, როცა ონორე გომისმა გიორგი გაფრინდაშვილის ჩაწოდების მერე გაიტანა - 0:1.
ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ირაკლი რუხაძის გოლით გაათანაბრეს, ხოლო გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე
"თელავი" მეშვიდე ადგილზე რჩება, "დილა" კი მეოთხეზეა.
სამგურალი 0:3 სამტრედია
"სამტრედიამ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, თუმცა მერვე ადგილზე რჩება. ჩრდილომაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილებმა ზესტაფონში სძლიეს წყალტუბოს "სამგურალს"...
სწრაფი გოლი: სერბმა სტრაჰინია პავიშიჩმა კუთხურის მერე არეულობისას გადაგზავნა ბურთი კარში. პირველი ტაიმის შუაში კი სამტრედიელი დავით უბილავას ჩაწოდებულს ნიკა კალანდარიშვილის ავტოგოლი მოჰყვა - 0:2.
მეორე ნახევარში კი ჩრდილომაკედონიელმა ალეკსანდარ მიშოვმა დაასრულა კარგი კომბინაცია. ბოლო პასი ზვიად ნაჭყებიასი იყო. 0:3.
"სამტრედიაზე" დავწერეთ, "სამგურალი" კი მეხუთე ადგილზეა.
ტორპედო 0:3 დინამო ბთ
"დინამო ბათუმმა" ქუთაისში მოიგო "ტორპედოსთან" და ათქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ "დინამო თბილისს" "საბურთალოსთან" სათამაშო აქვს.
ბათუმელებმა "ტორპედოს" სამივე გოლი მეორე ტაიმში გაუტანეს. 55-ე წუთზე გიორგი ზარიამ საკუთარი ნახევრიდან წაიღო ბურთი და ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით. რამდენიმე წუთში კი პაატა ღუდუშაურის პასს მოჰყვა ჯოვინო ფლამარიონის ახლოდან ზუსტი დარტყმა - 0:2.
ბრაზილიელ ფლამარიონს მიმდინარე კრისტალეთ ეროვნულ ლიგაში 15 გოლი მოუგროვდა და პირველ ადგილზეა ბომბარდირებში.
მესამე გოლი კი ღუდუშაურმა მიითვალა გრიგოლ ჩაბრაძის გადაცემის შემდეგ - 0:3. ღუდუშაურს 9 გოლი აქვს მიმდინარე სეზონში და ცხრავე სხვადასხვა მატჩში.
ბათუმელებზე დავწერეთ, ტორპედო კი ცხრილში მეექვსე საფეხურზეა. ისე, უნდა აღინიშნოს, რომ "ტორპედო"-"დინამო ბათუმის" ერთ-ერთი გმირი სტუმართა მეკარე როინ კვასხვაძე იყო. მან ყოფილ თანაგუნდელებს რთული ბურთები აუღო.
erovnuliliga.ge
რა თქმა უნდა უნდა წასულიყო მაგრამ არა უკრაინულად.კაცურად უნდა წასულიყო-სეზონი უნდა ჩაემთავრებინა და მერე სადაც უნდა წასულიყო.
Და ბოლოს და ბოლოს ნამუსიც კარგი საქონელია,ასე წუწკი მელიებივით როდემდე უნდა იყოთ?არ გინდათ ერთი ბათუმელი გყავდეთ გუნდში ბურთის მომტანი მაინც?დემჩენკო კი არა გინდა ზელენსკიც წაგიყვანიათ-ჩამოვა ერთი ბანძი გუნდი და მაინც გაფარჩაკდებით.მიხედეთ რა ზღვას,არ არი ფეხბურთი თქვენი საქმე.
Ან გაზარდეთ ერთი ფეხბურთელი.ნაკრებითვის თქვენ რო ფეხბურთელს ვერ გაზრდით ვიცით,მაგრამ გუნდში იყოლიეთ იქნებ ვინმე,ვარჯიშზე ბურთი მოგაწოდოთ ხოლმე
გჩვევიათ პოდლურად?Მაგრამ მიქაძესთან არ გაგივათ ქართველია და კაცია!!!