არაბიძის დამატებით ნეიმარის გუნდია დაინტერესებული - საქმეში კიდევ 11 სხვა კლუბია

AutoSharing Option
Sportall-ის ინფორმაციით, ეროვნული ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გიორგი არაბიძის დამატებით სხვადასხვა ქვეყნის 12 გუნდია დაინტერესებული.

როგორც შევიტყვეთ, ინტერესი ძირითადად საუდის არაბეთის კლუბებიდანაა, არის უკრაინის და სხვა ქვეყნების ვარიანტიც.

საუდის არაბეთის გუნდებთან საუბარი დაახლოებით 2 თვეა მიმდინარეობს და ამ ქვეყნიდან არაბიძის თამაშის საყურებლად ბათუმის "დინამოსთან" მატჩზეც იყვნენ ჩამოსულნი.

ერთ-ერთი კლუბი, რომელიც გიორგის დამატებითაა დაინტერესებული "ალ ჰილალია", სადაც ნეიმარი და არაერთი ვარსკვლავი თამაშობს.

შევიტყვეთ ისიც, რომ "ტორპედოს" გუნდის ლიდერის გაშვება არ სურს, თავად ფეხბურთელს კი წასვლა უნდა, სატრანსფერო თანხად კი
დაახლოებით 2 მილიონი ევრო სახელდება.

ქუთაისელელთა რიგებში მომავალი სეზონისთვის დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. "ტორპედოს" მიზანია ზორან მარუშიჩის და უსმან კამარას (ორივე თბილისის "დინამო"),  და გორის "დილას" წევრის ალეფ სანტოსისა დამატება, თუმცა სტივ კინის გუნდის რიგებს დაახლოებით 10 ფეხბურთელი დატოვებს.

alt"რატომ არ არის არაბიძე ნაკრებში?" - ლევან კობიაშვილის პასუხი

მკითხველის კომენტარები / 14 /
რატომაც არა, თან გვარიც უწყობს ხელს)
დავით 67
03 იანვარი 2024 02:46
0
ფეხბურთელს რომ წასვლა უნდა ეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოლიტიკის შედეგია, რაც არ უნდა საუკეთესო იყო შენს პოზიციაზე, მონღოლეთთან და უზბეკეთთან თამაშის ღირსიც კი არ ხარ. ამიტომ არის რომ გარბიან ფეხბურთელები, ახლოდან ვერ ამჩნევენ ზემოდან.
ქუთაისელი
13 დეკემბერი 2023 14:32
2
წავა, აბა რას იზამს? აბა კობიაშვილ-ხიზანიშვილის ხუშტურებს უყუროს? ვინც არ ეთანხმებით ამას, თქვენ 2 მილიონი რომ შემოგთავაზონ, რას იზამთ? არ დაიწყოთ ახლა ჭრელები.
გიორგი
12 დეკემბერი 2023 16:55
3
კიდევ აქვს მოსამატებელი. პოტენციალიც აქვს არ იჩქარო არ დაიზარო მოუმატებ კიდევ და მერე წადი კაი გუნდში.

ეს 11 გუნდი და ნეიმარი სერიოზული მარკეტინგია, ლაშა დვალიშვილის ექნება წაკითხული მარკეტინგის საფუძვლები ))))))
ნიკა
11 დეკემბერი 2023 17:40
0
ხო კიდე დაგავიწყდათ ანჩელოტი აკვირდება რეალისთვის უნდა:-) , აქ ვერ დარბის ტორპედოში როგორც უნდა ირბინოს ნორმალურმა ფეხბურთელმა და იქ რა დაპურავს ? კარგით რა შანსი ქონდა ევროპაში დამკვიდრების მაგრამ ქართული სიზარმაცე და არაპროფესიონალიზმი როგორც ყოველთვის ...
სიმართლე
10 დეკემბერი 2023 20:49
7
Აო პედერაცია გამოდი გიცანით
სიმართლეს
12 დეკემბერი 2023 06:08
1
საუდის არაბეთში? და ეს მის ზრდას ხელს შეუწყობს ვითომ? იმედი მაქვს რომ ინფორმაცია რომ გიორგისაც სურს იქ წასვლა არ დადასტურდება.
გიორგი
10 დეკემბერი 2023 17:43
0
არაბამ ძალიან ცუდად დაიწყო სეზონი ტორპედოში ისევე როგორც მთლიანად გუნდმა. კინმა შემდეგ მაგრად აათამაშა და ამის არდანახვა ცუდია. ამიტომ კიდევ ერთი სეზონი მინიმუმ ზაფხულზე კონფერესლიგაზე უნდა გაყვეს ტორპედოს და უფრო კარგ გუნდში გაიყიდება რა არაბეთი. მარუშიჩი, კამარა და სანტოსი ძალიან კარგი შენაძენი იქნება. თუმცა მარჯვენა ფლანგზეც არ აწყენდათ გაძლიერება.
Lm
10 დეკემბერი 2023 11:59
2
არაბიძის შენარჩუნება კარგი იქნებოდა ზაფხულამდე მაინც, მაგრამ თუ მას სურს წასვლა ძნელია დაიჭირო. კამარა, სანტოსი და მარუშიცი კი კარგი ვარიანტებია, მარცხენა ვინგერი არ ჰყავს ტორპედოს და კამარა-ბუღრიძის ფლაგებით სწრაფი და ძლიერი შეტევა შეიძლება დააყენოს კინმა.
kaxa
10 დეკემბერი 2023 09:44
0
ჩემი მოკრძალებული აზრით თუ ჭკვიანი მენეჯერი ყავთ უნდა გაუმჯობესონ კონტრაქტი უკრაინაში რაც უნდა აიღოს დაახლოებით იმდენი და დარჩება,თუ ტორპრდო კონფერესზე ცდილობს შევიდეს ანუ მოყავს (ხარჯავს) ახალი ფეხბურთელები არაბასნაირი ლიდერი თუ დახვდება მეტად ადვილი იქნება მიზნის მიღწევა,არაბიძისნაირ კაცს შეუძლია 90 წუთზე ისე ჩააწოდოს როგორც სარაევოში..და კიდე რამდენი ხეირი, სხვანაირი არასტანდარტული ტიპია თუ ტორპედოს გული გულობს და ფინანსურად ნორმალური სიტვაცია აქ მაშინ მისი შენარჩუნება პრიორიტეტი უნდა იყოს!!!! ისე სანიოლის ფლანგზე რობენი რასაც ხატავდა რატო არ უნდა მარჯვნიდან ეგეთი დამრტყმელი ან ჩამწოდებელი გაუგებარია, ჩვენ ნაკრებში სულ იყო ძალიან კარგი ერთი ორი მემარცხენე და თუ ფეხბურთი გაქ ნაყურები ცაციები მაგრა ურახუნებენ...ქეცბა,კობი,იაშკა,ცქიტო,კვირკველია.დ, ეხლა? აზაროვი წიტა და შენგელიას ეხლა დაუძახეს,ამეებში ის რასაც ვამბობ არცერთია ანუ ესენი თამაშობენ მარცხენათი,არაბა კიდე დაარტყავს ესე მგონია,ლუქსემბურგთან ხვიჩას არ ყოფნამ არ უნდა დაგვაგდოს მეტი ფიქრი და ახალი სისხლის გადასხმა უნდა რო ისე არ მოგვივიდეს 209 წლის პანდევი რო გავუშვით ევროპაზე და კვარა და ჩაკვე მამარდა ვერ( უკაცრავად გადახვევისთვს...
მირო
10 დეკემბერი 2023 09:05
2
არაბიძე ტორპედოს ლიდერია და მისი შეცვლა გართულდება, მაგრამ 2 მილიონი კლუბს გამოადგებოდა, 3-4 ნორმალური ლეგიონერის მოყვანა შეიძლება ამ თანხად. თან არ მგონია რომ დაიტოვონ, მომავალში კიდევ უფრო მეტის აღება შეძლონ არაბიძის ტრანსფერში.
პელიდი
10 დეკემბერი 2023 00:32
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული