დემჩენკომ ბათუმში სამი ყოფილი შეგირდი მიიყვანა, წამსვლელი ძალიან ბევრია - "დინამოში" დიდი ცვლილებებია

AutoSharing Option
"ლელოს" ინფორმაციით, ბათუმის "დინამოში" დიდი ცვლილებებია. ეროვნული ლიგის ჩემპიონთა რიგებს მეკარეები გიორგი ბეგაშვილი და ანტონ ჩიჩკანი, მცველები - გოგა ჩაბრაძე, გიორგი რეხვიაშვილი და საშა ბალიჩი, დანიელი შემტევი ალექსანდარ იაკობსენი, თავდამსხმელი მათე ვაწაძე დატოვებენ. ამას გარდა, უკრაინელი ნახევარმცველი ივან ლიტვინენკო იჯარით კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

ჯერ არც ის არის ცნობილი, დატოვებს თუ არა გუნდს გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გიორგი ზარია, რომელსაც ევროპაში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ამ მომენტისთვის უცნობია, გააფორმებს თუ არა კონტრაქტს რომელიმე კლუბთან. გუნდი ამ მიზნით დატოვა ირაკლი
ბიძინაშვილმაც.

ბათუმელთა რიგებში რჩებიან გიორგი წიტაიშვილი, მეკარე როინ კვასხვაძე, ასევე ვიტინიო და პაატა ღუდშაური. ბენჯამინ ტეიდს კი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ "ლელო" წერს, რომ "დინამომ" "დილადან" სამი ფეხბურთელი წამოიყვანა. დემჩენკოს განკარგულებაში მისი სამი ყოფილი შეგირდი, ალეფ სანტოსი, ვანდერსონ სილვა და ონორე გოისი იქნება. მოქმედმა ჩემპიონებმა თბილისის "დინამოდან" ბარნს ოსეიც გადაიბირეს, ამავე გუნდის თავდამსხმელ და კაპიტან დავით სხირტლაძესთან კი მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

რაც შეეხებათ ლეგიონერებს, მოლაპარაკება მიმდინარეობს ტირასპოლის "შერიფის" 28 წლის კამერუნელ ცენტრალურ მცველ გაბი კიკისთან. გუნდი ორი თავდამსხმელს ელაპარაკება - ჩრდილოეთ მაკდონიის ნაკრების ფორვარდს, ასევე, ტოგოს ნაკრების თავდამსხმელ ულოგე პლაკას, რომელიც ამჟამად სოლიგორსკის (ბელარუსი) "შახტიორში" თამაშობს.

უკრაინელმა მწვრთნელმა ორი შეკრება დაგეგმა და ორივე - თურქეთში: პირველი იქნება 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე, ხოლო მეორე - 6-22 თებერვალს.
მკითხველის კომენტარები / 26 /
რაო? ბათუმი უკეთესი გუნდიაო?ბათუმი არ იყო სამარცხვუბიდ გამოცარსა ევროტურნირებიდან, დილამ კი საკმაოდ შროს მოახერხა გასვლა. ბათმულები ხო არ არიან დაბოღნილები გორელებზე და ცდილობენ ბათუმის დილა შეკრან? იმენა შეპყრობილები არიან დილათი, არ გამოდის თორემ სახელსაც და ლოგოსაც წაიღებდნენ.
Dima
25 დეკემბერი 2023 19:35
1
Batumeli var da mitydeba, goris dilas garda pegbuteli ver naxet??...ert wreze triali samarcxvinoa:(((
L.J .
25 დეკემბერი 2023 16:18
1
მოდებაძეც წავიდა მეორე მწვრთნელად ბათუმის გორის დილაში.
xxxxx
25 დეკემბერი 2023 14:53
1
აკადემია გასაძლიერებელია ამაში ორი აზრი არაა,რეალი და ბარსა მილიონებს ხარჯავენ ფეხბურთელებში და მსოფლიოში საუკეთესო აკადემიები აქვთ.გორიდან მოიყვანს თუ სამტრედიიდან მთავარია ხარისხიანი იყოს და გუნდს გამოადგეს ეგ შენაძენი
ბათუმი
25 დეკემბერი 2023 16:25
1
კარგ გუნდს შეკრავს მგონია, დილას თამაშში ხარისხი იგრძნობოდა ბოლო ევროტურნირებზე. ბათუმს უფრო მეტი რესურსი აქვს კარგი გუნდის ჩამოსაყალიბებლად
რაბუ
25 დეკემბერი 2023 16:14
1
ყოჩაღ, ჭკვიანი მწვრთნელია და კარგ გუნდს შეკრავს მგონია. ისე სახელს რომ შეიცვლიდეს და სკ ბათუმი რომ იყოს არა? რა ჯანდაბაა ეს დინამო მითუმეტეს როცა არანაირი თასი და წარმატება არ გაკავშირებს ამ სახელთან
გუჯი
26 დეკემბერი 2023 22:44
1
ბათუმის გორის დილას არა გორის დინამოს კიდე.ნუ სკდებით შურით რადგან უფრო კარგი გუნდია ბათუმი და გორზე ორი თავით მაღლა რო დგას.ევროპაზე რო ვერ გახვედით არ იცით რაღა დაწეროთ.მე გამიხარდებოდა გორის გაძლიერებაც თბილისისაც და ნებისმიერი ქართული გუნდის.ნუ გახდება ბათუმი ჩემპიონი და იყოს ბევრი ძლიერი გუნდი.გყავდეთ იმდენი მაყურებელი რამდენიც ბათუმს ყავს და გექნებათ ყველაფერი
ბათუმი
25 დეკემბერი 2023 16:20
13
რა არის შესაშური ერთ ეტაპს რო ვერ გადის ბათუმი? ან რა გულშემატკივრები? ეგ თავიდან იყო ახალ გახსნილი სტადიონის ეფექტი და მაგიტო დადიოდა ხალხი და ეხლა 2 ათასი კაცი ძლივს დადის. ესე ნეაპოლში წასვლა წინა წელს პრესტიჟის საქმე იყო და წელს აღარ დადიან. რატო გწყინთ ბათუმის გორის დილას რო გეძახიან? ხაართ და...
ქუთაისელი
25 დეკემბერი 2023 20:55
1
ამდენი ლეგიონერი თუ ითამაშებს, რათ გინდათ ასეთი გუნდი. უცხოელების საყურებლად უნდა იაროთ.
Gg
20 იანვარი 2024 11:41
0
ბათუმს რო დინამო ეწოდა მერე იყო თბილისის დინამო და გორის დინამოს გყოლიათ თანაც ორჯერ დაიბრუნეთ ეგ სახელი და თუგინდათ ისევ დინამო დაირქვით ფეხბურთელები აღარ გაგექცევიან.ბათუმს იშვიათად ქონია ევროპაზე გასვლის შანსები რადგან ყოველთვის ადგილის შენარჩუნებას ცდილობდა ლიგაში.ბოლო წლებია გაიმართა წელში და მაშინვე აღმოსავლეთიდან წამოვიდა შეტევა არც გამკვირვებია.ფოთიც გადმოვიდა და იმედია დასავლეთის გუნდები გაგიშვებენ მეორე ლიგაში სადაცაა თქვენი ადგილი
ბათუმი
09 იანვარი 2024 22:44
2
ნეტავი რა აგივარდა თავში, დილა ბათუმზე ადრე გახდა საქართველოს ჩემპიონი და რა ტრადიციები გაქვთ ისეთი ასე რომ თავკერძობ. დინამო თბილისის დასუსტებამ მოგიტანათ ეს ჩემპიონობა და არა თქვენმა სიძლიერემ. ერთი ეტაპი მაინც გაიარეთ ევრო ტურნირზე და მერე იბლატავე, არ გრცხვენია?
ევგენი
12 იანვარი 2024 22:04
0
თუ ძმახარ არმითხრა ეხლა ეს სამი ზანგი ბათუმმა როიყიდა დილას გაზრდილია?
........
09 იანვარი 2024 22:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული