![](https://sportall.ge/pictures/image5/54447dc5e28a0ac88287cc596f033f65.jpeg)
SportArena-ს ცნობით, "დილას" 24 წლის მეკარის, ევგენი კუჩერენკოს სამსახურით უკრაინის პრემიერლიგის "ვორსკლა" და "ჩერკასი" დაინტერესდნენ.
ადრე კუჩერენკო "შახტარ 2"-ში, "პოდოლესა" და "კოლოსში", აგრეთვე, პორტუგალიის "ლეირიაში" და ყაზახეთის "აკსუში" თამაშობდა.
ორი წლის განმავლობაში მან გორულ გუნდში 45 მატჩში 49 გოლი გაუშვა და 14-ჯერ შეინახა კარი მშრალად.