უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებმა პლეი-ოფში თამაში დაიმსახურეს - ჯგუფში რთული ბრძოლა იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე გათამაშებაში B1 ჯგუფში ჩეხეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან ითამაშებს. პარიზში ჩატარებულ კენჭისყრაზე კომენტარი უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სერგეი რებროვმა გააკეთა:

"სინამდვილეში წილისყრისგან არაფერს არ ველოდი, ვინაიდან ახლა ევრო 2024-ის პლეი-ოფის მოლოდინში ვართ, რის შემდეგაც ყველა ამ გუნდზე ინფორმაციას შევაგროვებთ. ვთვლი, რომ ამჟამად მარტის გამოცდებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული.

ჩეხეთისა და ალბანეთის მატჩებს ბევრჯერ ვუყურე, საქართველოსას - ნაკლებად. ალბანელები ძლიერად თამაშობენ, ევროზე გასვლა დაიმსახურეს, ისევე, როგორც ჩეხებმა, აგრეთვე - ქართველებმა, რომლებიც შესარჩევის პლეი-ოფში ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ჯგუფში რთული
ბრძოლა იქნება.

დიახ, პლეი-ოფისათვის მომზადებაზე ვართ კონცენტრირებული, მაგრამ ერთა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია. იქიდან ევროპირველობაზე გაღწევის შესაძლებლობა ყველას აქვს. ადრე ამხანაგური შეხვედრები იმართებოდა, ახლა კი ნაკრებებს უფრო მნიშვნელოვანი დაპირისპირებები აქვთ. ჩვენი ამოცანა ლიგა A-ში დაბრუნება იქნება? დიახ".

მკითხველის კომენტარები / 29 /
ობიექტირად უკრაინასაც და ჩეხეთსაც ჩვენზე ძლიერი ნაკრები ყავთ. მაგრამ ჯერ ეგ ერთი, ეს არ ნიშნავს რომ შანსი მათთან არ გვაქვს, და მეორეც, ორივე ამ გუნდს, განსაკუთრებით კი უკრაინას , შესარჩევიდან გასვლის კარგი შანსი ექნება, რაღაც საშინელ ჯგუფში თუ არ მოხვდა. ხოდა ეგ დამატებითი შანსია ჩვენთვის. ასეთ შემთხვევაში მეორე ან მესამე ადგილითაც კი გვექნება გასვლის შანსი.
არტ
10:56 10-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული