უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებმა პლეი-ოფში თამაში დაიმსახურეს - ჯგუფში რთული ბრძოლა იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე გათამაშებაში B1 ჯგუფში ჩეხეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან ითამაშებს. პარიზში ჩატარებულ კენჭისყრაზე კომენტარი უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სერგეი რებროვმა გააკეთა:

"სინამდვილეში წილისყრისგან არაფერს არ ველოდი, ვინაიდან ახლა ევრო 2024-ის პლეი-ოფის მოლოდინში ვართ, რის შემდეგაც ყველა ამ გუნდზე ინფორმაციას შევაგროვებთ. ვთვლი, რომ ამჟამად მარტის გამოცდებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული.

ჩეხეთისა და ალბანეთის მატჩებს ბევრჯერ ვუყურე, საქართველოსას - ნაკლებად. ალბანელები ძლიერად თამაშობენ, ევროზე გასვლა დაიმსახურეს, ისევე, როგორც ჩეხებმა, აგრეთვე - ქართველებმა, რომლებიც შესარჩევის პლეი-ოფში ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ჯგუფში რთული
ბრძოლა იქნება.

დიახ, პლეი-ოფისათვის მომზადებაზე ვართ კონცენტრირებული, მაგრამ ერთა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია. იქიდან ევროპირველობაზე გაღწევის შესაძლებლობა ყველას აქვს. ადრე ამხანაგური შეხვედრები იმართებოდა, ახლა კი ნაკრებებს უფრო მნიშვნელოვანი დაპირისპირებები აქვთ. ჩვენი ამოცანა ლიგა A-ში დაბრუნება იქნება? დიახ".

მკითხველის კომენტარები / 29 /
ჯობდა უკრაინა არ შეგვხვედროდა ეგ იქნება ბინძური თამაშები ყველა მხრივ ეხლა არ დაგიწყებთ მტკიცებას მერე გაგახსენებთ.
სსს
09:04 09-02-2024
16
უკრაინა მოიგებს ორივე მატჩს ჩვენთან. ახლა მოდაა უკრაინა არ დაიჩაგროს
თემო
03:48 09-02-2024
59
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული