თბილისის "დინამო" დავით სხირტლაძემაც დატოვა - დედაქალაქური გუნდის ყოფილი კაპიტანი თურქეთში წავიდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" კაპიტანი დავით სხირტლაძე 6-თვიანი იჯარით თურქეთის პირველი ლიგის (რანგით მეორე დივიზიონი) ბინადარ "ქოჯალეისპორში" გადავიდა, სადაც ორი ქართველი გიორგი ბერიძე და გიორგი ხარაიშვილი ირიცხება. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონმა გუნდმა თავად გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

"ქოჯალეისპორი" სუპერ ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის და 21 ტურის შემდეგ 42 ქულით მესამეა, ლიდერ "ეიუპსორს" კი 7 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა პრეტენზია მაქვს და სწორედ მათი დუმილის შედეგია ის მდგომარეობა, რაშიც ქართული ფეხბურთის ფლაგმანი აღმოჩნდა! წლების მანძილზე მათმა სიჩუმემ და უმოქმედობამ განაპირობა "დინამო"-ს სახელის განადგურება. შენ თავად ახსენე ე.წ. "ფულიანი ხალხი" და როგორ გგონია, ვინ იგულისხმება ასეთ ხალხში? რომანოზ ფიფია ხომ არა, რომელიც სწორედ რომ ფულს უხდის მაგ ვეტერანებს დუმილის საფასურად?! მომადლიერებული ჰყავს, რადგან იცის რომ ვეტერანების სიტყვას დიდი ძალა აქვს?! ანუ, როგორც იტყვიან "ეშმაკი დეტალებშია". აკი, წლების წინ ქეცბაიამაც მწვავედ რომ შეუტია ამ ვეტერანებს, აქაოდა სად იყავით რომ შეიყუჟეთ და ჩაიმალეთო, არ გახსოვს როგორ აყაყანდნენ?! მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი! ფულს სუნი არა აქვსო ნათქვამია...
გიზოგ-ს
10 თებერვალი 2024 23:40
0
100% ხარ. დინამოს ლოჟაში ნაჭამ ბუტერბროტებზე გაყიდული ვეტერენები არიან ეგენი. შურით სკდებიან თანამედროვე დროს რომ არ მოუწიათ თამაში, რა ფულს ვიშოვიდითო. ჩაკეტილი საზღვრების გამო თორე რომელი იყო დინამოში გამჩერებელი და ვერც იმ თასს მოვიგებდით მაგათმა რომ მოიგეს.
გიორგი
11 თებერვალი 2024 13:16
0
ააააჰ აგრძელებს ვოლგოგრადის ბოსი გუნდის დანაწევრებას. აკი ევროპა უნდა დავამხოო?! კი დინამოს ასი წლის იუბილეს უმიზნებს რომ საბოლოოდ დაშალოს და გააპარტაყოს ამ ვიგი.....ამ ყველაფერი. დინამოს ბაზის გაყიდვაზე ხო გაიწია უკვე. მალე სტადიონზეც საპონჩიკეს გაგიხსნით და აბ თქვენ იცით გაპოლიტიკოსებულო დინამოელებო და არქიფო სეთურის ბრბოს დამსგავსებულო ვეტერანებო. ხო და ,,ელიტა" კიდევ კარგად დაიყენეთ მუსკულები (და არა კუნთები) დიდი ჯახი გელით ტყიბულის ულტრასებთან.
იბერია
10 თებერვალი 2024 21:07
1
საქართველოს ჩემპიონატის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ვიცეჩემპიონი გუნდის მოთამაშე გადავიდა თურქეთის მეორე ლიგის გუნდში... სანიოლმა რომ თქვა ეგაა საქართველოს ჩემპიონატის დონეო ამოხტა ხალხი შარვლიდან. ხო კიდე ალბანეთის სისუსტეზე და უეჭველ დამარცხებაზე როცა წერთ, აი ზუსტად გუშინ მათი ნაკრების წევრი ერნესტ მუჩი დაიმატა ბეშიქთაშმა და თან კერძო თვითმფრინავი გაუგზავნა რომ ჩასულიყო. დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიმინდია.
QT
10 თებერვალი 2024 17:41
1
საქართველოდან ფეხბურთელთა უმრავლესობა იმისთვის კი არ მიდის საზღვარგარეთ, რომ დაწინაურდეს და ხარისხიან ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს, არამედ იმისთვის, რომ ცოტა მეტს უხდიან. აბა რით უნდა გავამართლოთ იმ ფეხბურთელების საქციელი, რომლებიც მეორე კი არა მესამე-მეოთხე ლიგის გუნდებში მიდიან?
ჟორა გაბრიჭიძე
10 თებერვალი 2024 21:18
0
არ შეიძლება ასე ფეხბურთელების გაშვება ყველგან. გაზარდე, ასწავლე, მიაღებინე გამოცდილება და ახლა უშვებ ჭ კლასში? შე დალოცვილო გადაუხადე ცოტა ნორმალური ხელფასი და მერე გაუშვი უფრო ძლიერ გუნდში თუ მაინცდამაინც.
ფანი
10 თებერვალი 2024 16:38
1
ოღონდ ფიფოს კანტორას (ფიფიას ჭაობი რომ ჰქვია) მოსცილდნენ და სადაც გინდა იქ გარბიან "დინამო"-ს ფეხბურთელები. სამაგიეროდ, "დინამო"-ს ვეტერანები ხომ არიან ბედნიერები? ანუ, როგორც იტყვიან, იძირება გემი მაგრამ ყველაფერი რიგზეა...
fani
10 თებერვალი 2024 14:14
2
დინამოს ვეტერნებმა თავის დროზე გააკეთეს ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა იმ დროს. მათ რა შეუძლიათ მსოფლიო დონის ფეხბურთელები დღეს 300 ლარ პენსიაზე ცხოვრობენ და რომ არა კეთილი ნება ფულიანი ხალხისა, სიღარიბის ზღვარს იქით იქნებოდნენ. რა პტენზიები გაქვთ ამ ხალხთან?
გიზოგ
10 თებერვალი 2024 17:11
2

სიახლეები პოპულარული