ეროვნული ლიგა დაიწყო - ბათუმის "დინამომ" "კოლხეთს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ჩემპიონატი ბათუმის „დინამოსა“ და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ფოთის „კოლხეთის“ მატჩით გაიხსნა.

ტრიბუნები არ გაივსო, ტემპი დაბალი იყო, თამაში ნაკლებად სანახობრივი, პირველ ტაიმში მასპინძლები სენეგალელმა ნახევარმცველმა გომისმა დააწინაურა, რომელიც შეხვედრის დაწყების წინ სტადიონზე სხვა ახალწვეულებთან ერთად წარადგინეს. შესვენების შემდეგ თამაში უფრო საინტერესო გახდა, ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიში არ შეიცვალა და ჩემპიონმა გამარჯვება მოიპოვა.

მეორე ტურში, 6 მარტს „კოლხეთი“ სტუმრად „სამტრედიას“ დაუპირისპირდება, ბათუმის „დინამო“ კი 7 მარტს გასვლაზე „გაგრას“.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - კოლხეთი 1:0
გოლი: გომისი (11)

alt

ბათუმის "დინამომ" "კოლხეთს" სძლია [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />ბათუმის "დინამომ" 25 წლის უკრაინელი მცველი დაიმატა
მკითხველის კომენტარები / 12 /
მე ქართული ფეხბურთის თავგადაკლული ფანი ვარ. თუ სადმე ქართველი თამაშობს უცხოეთში ყველა თამაშს ვუყურებ და ვგულშემატკივრობ. მაგრამ საქართველოში თამაშობენ დამდგარ ფეხბურთს. ძალიან დაბალია ტემპი. ანუ უბურთოდ არავინ მოძრაობს და ეს ხარისხზე აისახება.
ვფიქრობ რომ საჭიროა მეტი ფიზმომზადება რომ ტემპი ინტენსიური იყოს.
თუმცა დემჩენკოს ფაქტორის გათვალისწინებით მაინც მჯერა რომ ევროსარბიელზე წელს უკეთ გამოვა, ვიდრე წინა წელს. ასევე ტორპედოსი მეიმედება.
ყველა კლუბს წარმატებებს ვუსურვებ.
ვანჩოპე
02 მარტი 2024 13:27
0
Batumis dilaa da ras elit misgan?gors dila waartva da tviton daabnela.demchenkos wamzomi chaerto da vnaxot zafxulshi tu mouwevs kurortze darchena.
Gia
02 მარტი 2024 13:19
0
ევროტურნირების შესარჩევიდან გავალთ ასეთი შემადგენლობით? ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ მეეჭვება. რა გახდა ორი კვალიფიცირებული მოთამაშის შეძენა!
მერაბი
02 მარტი 2024 11:30
0
მითი, სტადიონზე მისვლა შეაზარეს ხალახს. სტადიონზე შესვლის ისეთი სისტემაა, მისვლის შემდეგ ერთ საათზე მეტია საჭირო, რათა სტადიონზე შეაღწიო. მაგდენი დრო კი მხოლოდ უსაქმურ ქართველებს გვაქვს!
ზურაბი
02 მარტი 2024 11:18
1
სად პოულობენ ასეთ კომენტატორებს? სირცხვილია
!!
02 მარტი 2024 10:32
0
ძალიან ცუდი მსაჯი იყო 60% ჯარიმები არუნდა დაედო ყველაფერზე ჯარიმას დებდა რამაც საბოლოოდ ტემპი მოკლა
beqa
02 მარტი 2024 10:27
0
Მართალი ხარ.ტვინი ჰქონდათ წაღებული ,,გადავსებული" ტრიბუნებით.მაგ გადავსებული ტრიბუნებიდან რაც დარჩა ეგეც დიდად ვერ ერკვევა ფეხბურთში.ეგენი ჯერ კიდევ მოდას აყოლიები არიან შემორჩენილი თორემ ბათუმი და ფეხბურთი ისევეა,როგორც გოჭი და ტურნიკი.
Ასე თუ ისეა ჩიჩკანი გადააგდეს,გორის დილაში ქვა ქვაზე არ დატოვეს და გორის დილა სრულად შეიძინეს ბითუმად და საცალოდ,ყველა ამხანაგური დიდი ანგარიშით წააგეს და მთავარი:ბათუმის გორის დილამ მამუკა ჯუღელის მიერ მაქინაციებით უმაღლეს ლიგაში გადაყვანილ გუნდს მოუგო.
Მითი-ს
02 მარტი 2024 07:44
1
მთელი ზამთარი გავიდა და კომენტატორი ვერ უპოვიათ.
აგერ ხალხი წერს რა ბანძი თამაშიაო
იმიტომ რომ დაძინებულად მიჰყავს კომენტატორს..
დარწმუნებული ვარ ეს თამაში სიმსივეს რო წაეყვანა შემდეგ თამაშზე ხალხი უკვე სტადიონზე გაიქცეოდა.
ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მკვლელები არიან უემოციო,მიძინებული კომენტატორები და ნუ მეტყვით ახლა როგორც თამაშობენ ისე მიჰყავთო.
მაგ ტიპების წაყვანილი სიტის და რეალის თამაშებიც მინახავს და იგივეა და არგენტინის ჩემპიონატი ჩვენსაზე სვარკაა-მარტო ერთმანეთს ჩეხავენ,ფეხბურთს არ თამაშობენ,
მაგრამ კომენტატორი ისე სკდება გეგონება პლანეტის გადარჩენის თამაშია.
და ნუ გვიყვებით სპორტალზე და ვორლდსპორტზე წაკითხულ ამბებს-ჩვენც გვაქვს ინტერნეტი-თქვენი საქმეა მარტო ემოციურად ჩართო მაყურებელი იმაში რაც მოედანზე ხდება.
ვახო გელიან დაიწყო ეგ-მიყავდა მსოფლიოზე მექსიკა-ეკვადორი და ამ თამაშის წაყვანას ახლა ჯობია ხაშზე წავსულიყავი პახმელიაზე ვარო და მაგ პრინციპით ნუ მუშაობთ.

Levani
02 მარტი 2024 04:35
0
სეზონის გახსნა იყო და ასე თუ ისე კარგით დავიწყოთ, მიუხედავად სიმწირისა. ბათუმი ცდილობს შემტევი ფეხბურთი ითამაშოს, ბურთის ფლობა და დომინანტობა, მაღალი პრესინგის სურვილი, ერთი სიტყვით - მოდური 4-3-3. მაგრამ სამწუხაროდ დადებითი ტენდენციები ამ სურვილებით მთავრდება. რამდენად ერგება ეს შემადგენლობა ამ ერთერთ რთულ სქემას, ამის გარკვევას როგორც ჩანს საკმაო დრო დასჭირდება. იგრძნობა წიტაიშვილის კლასი, მაგრამ მისი ვინგერობა ცოტათი უჩვეულოა. არა უშავს მარჯვენა ვინგერად მოთამაშე გოლის ავტორს. სასარგებლოა მამუჩაშვილი, ნახევარდაცვაზე რთულია დასკვნების გამოტანა. მიუხედავად შეცდომებისა, უკრაინელი მცველი არ უნდა იყოს უპერსპექტივო, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ჩემპიონატისთვის. ჯერჯერობით შორსაა "ორიგინალიდან" ამ სქემისთვის აუცილებელი ინტენსივობა და ბურთის მოძრაობის სიჩქარე . ერთი სიტყვით ოპტიმიზმის საფუძველი რთულად მოსაძებნია, საუკეთესო შემთხვევაში უფრო ჩინური "4-3-3"_ია. ამ გუნდის ერთადერთ იმედად, ალბათ მწვრთნელი დემჩენკოს ფაქტორიღაა გასათვალისწინებელი. ისიც იქიდან გამომდინარე, რაც ეს გორის "დილა"-ს გულშემატკივარი თავს "გაძარცვულად" გვაჩვენებს.(წარმატებები "დილა"-ს) წლევანდელ ჩემპიონატის ერთადერთ ინტრიგად, ჯერჯერობით ქუთაისის "ტორპედო" მოჩანს. გუნდი საკმაოდ გამართულ ნაბიჯებს დგამს. მათი აღზევება, თბილისელებთან ერთად, იქნებ რაღაც მუხტს შეძენს ამ ჩვენ ბეჩავ ლიგას. ოდესღაც, როგორმე ხომ უნდა მოვიშოროთ ჩვენი ჩემპიონატის სახე - "დამდგარი ფეხბურთი". რაც დღესაც იყო და სამწუხაროდ, მაყურებელსაც უმოწყალოდ დევნის ქართული სტადიონებიდან.ვინმეს თუ ჰგონია, რომ ბათუმშიც მსგავსი ტენდენციის განვითარება რაიმე სარგებელს მოუტანს, აჯობებს პრიორიტებები კიდევ ერთხელ ჩაიარონ?
ამატაკი
02 მარტი 2024 04:04
1
მითი იმაზე რო ბათუმში თამაშებზე ბევრი ხალხი დადის კიდევ ერთხელ დაიმსხვრა, ეს იყო სამი წლის წინ ახალი სტადიონის ეფექტი, ამ რაოდენობის ხალხი ხო ქუთაისში, გორში და თელავშიც დადის. აქვე გორის დილას გულშემატკივრებს ვულოცავ ბათუმის მოგებას. ნახევარი გორის დილა თავისი სამწვრთნელო სტაფით ბათუმშია.
მითი
02 მარტი 2024 00:48
2

სიახლეები პოპულარული