სტივ კინი: არაბიძე ძალიან მაღალ დონეზეა, თუმცა ნაკრების მწვრთნელი არ ვარ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის პირველ ტურში "ტორპედომ" სახლში "სამტრედიას" 4:1 სძლია. ნამატჩევს კომენტარი ქუთაისური გუნდის მწვრთნელმა სტივ კინმა და დუბლის ავტორმა ბიორნ იონსენმა გააკეთეს:

სტივ კინი: "პირველი ნახევარი იდეალური იყო. მეორე ტაიმი ვერ გამოვიდა ისეთი, როგორც გვსურდა. ამას თავისი მიზეზები აქვს. თუ მეკითხებით, გავაგრძელებთ თუ არა ზრდას, ერთი პასუხი მაქვს: კი, ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ მატჩიდან მატჩამდე და აუცილებლად ვიმუშავებთ, რომ მომავალში მეორე ტაიმიც უკეთესი იყოს.

გიორგი არაბიძე? მე არ უნდა მისვამდეთ კითხვას მის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, რადგან არ ვარ ნაკრების მწვრთნელი.
"ტორპედოს" ვწვრთნი და ბოლო 7-8 თვეში მისი პროგრესით მოხარული ვარ. შესაძლოა, ვინმე თვლის, რომ არაბიძე მხოლოდ ბურთითაა ეფექტური, თუმცა ასე არ არის. ვაკეთებთ ანალიზს, უბურთოდაც ვნახულობთ მის მონაცემებს... ძალიან მაღალ დონეზეა. მესმის გულშემატკივრის პოზიციის და მათ ვეთანხმები, თუმცა მე ეროვნულ ნაკრებს არ ვწვრთნი".

ბიორნ იონსენი: "დებიუტით კმაყოფილი ვარ. გულშემატკივარი ჩემგან გოლებს ელის და აქ ამისთვის ვარ ჩამოსული. ძალიან მომეწონა სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო. ვიცი, როგორ უყვართ ქუთაისში ფეხბურთი და მჯერა, შემდეგ მატჩებზე ჩვენს საგულშემატკივროდ მეტი მოვა.

საქართველო ძალიან მომწონს. შემიყვარდა ქუთაისიც. თავს აქ კომფორტულად ვგრძნობ. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს ჩემპიონობას ვიზეიმებთ".

მომზადებულია "ტორპედოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 19 /
ესეა ვინც არიცის ქუთაისი და არ უცხოვრია და არ ყოფილა მხოლოდ იმას არ უყვარს ჩახვალ თუარა გაჩერდები რამოდენი დღე და ეგრევე გიყვარდება
ტოტტი
03 მარტი 2024 08:12
1
სიმართლე გითხრათ ეს კაცი რომ დაინიშნოს ნაკრების მწვრთნელად მართლა მივესალმები, ოღონდ ჯერ სანიოლს დაუმთავრდეს კონტრაქტი და მერე.
მიხარია ტორპედოს წარმატებები. მჯერა წელს უეფას ტურნირზე ტორპედო კარგა შორს წავა.
წარმატებები საფეხბურთო კლუბ ტორპედოს!
ბათუმელი ექსპერტი
03 მარტი 2024 11:53
1
რამდენი უცხოელი მწვრთნელი დაგვინიშნია და კაცი თვითონ აკეთებს მინიშნებას!
ლაშა
03 მარტი 2024 14:32
1
არაბიძეს შანსი უნდა აუცილებლად მიეცეს!
ლაშა
03 მარტი 2024 14:30
1
სტივ კინი უნდა გახდეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.
ეტყობა, რომ ამის სურვილი აქვს.
ქ. გ.
03 მარტი 2024 09:37
2
დავიწყოთ იქიდან რომ არაბიძე საქართველოს ჩემპიონატის დონეზე გამოირჩევა როგორც მაღალი დონის ფეხბურთელი. თუმცა ეროვნულ ნაკრებში არ გვყავს ისეთი ფეხბურთელები რომ იქ არაბიძეს მოხვედრის შანსი არ ჰქონდეს. გამოძახებით უნდა გამოიძახონ, იქ დააკვირდეს საწვრთნელ შეკრებებაზე არაბიძეს და გამოჩნდება ბევრი რამ. ნაკრებში მას უფრო შეუძლია მარჯვენა ფლანგზე თამაში. კვარას არ ყოფნაში საჭირო იქნება კრეატიული ფეხბურთელი რომელიც გაამწვავებს. არაბიძეს გამთამაშებლადაც შეიძლება გამოიცადოს რამდენად შეძლებს თამაშს. გავიგეთ რომ წინაზე მოუვიდა გაუგებრობა და ამის გამო ესე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება. იმედია მიეცემა შანსი რომ ნაკრებში ითამაშოს და ამ შანსს გამოიყენებს.
ZAZA
03 მარტი 2024 17:43
1
ამ კაცის სიტყვების მერე არ დაუძახებთ არაბიძეს ნარებში და მაშინ თქვენი დედულეთი მოვინახულე იქ სადაც არიან
მალხაზ ჯობავა
03 მარტი 2024 11:47
1
წარმატებები ტორპედოს და ქუთაისს. უმაგრესი ხალხი იმსახურებს უმაგრეს გუნდს
თემო
03 მარტი 2024 16:12
2
ხოდა სანიოლის მაგივრად ეს დანიშნონ, საქართველოს უკვე შეჩვეულიცაა და შედეგიც სახეზეა.
Footbol
03 მარტი 2024 11:21
1
Mianishna gamoidzaxe, formashiao. Radros principebia, roca karshi xshiri damrtymeli ar gvyavs sajarimo garedan.
Gia
03 მარტი 2024 12:16
1
გამოიძახეთ
ბუბუ100
03 მარტი 2024 11:20
1

სიახლეები პოპულარული