სტივ კინი: აუცილებლად ვიბრძოლებთ პირველობისთვის

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე "იბერია 1999"-თან წაგებული მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა სტივ კინმა გააკეთა:

"დღევანდელი მატჩის მოგებით არავის ექნებოდა იმის გარანტია, რომ აუცილებლად ჩემპიონები გავხდებოდით და არც მარცხი ნიშნავს, რომ ჩემპიონობაზე ხელი ჩავიქნიეთ. წინ ძალიან დიდი გზაა და აუცილებლად ვიბრძოლებთ პირველობისთვის.

რაც ცუდი იყო, ეს მენტალური მხარე და ფსიქოლოგიური ასპექტია. როცა ასეთი თამაშია, ხედავ, რომ მსაჯი ბევრ მომენტზე არ რეაგირებს, ეს ფსიქოლოგიურად უკან გხევს... გამოჩნდა, რომ ამაზე სამუშაო გვაქვს. თუ ვინმეა დამნაშავე დღევანდელ მარცხში, ეს მთავარი
მწვრთნელია და არა ფეხბურთელები. ვიმუშავებთ შეცდომების გამოსწორებაზე".

მომზადებულია "ტორპედოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
არ გაჩერდეთ,წინსვლა გააგრძელეთ,წარმატებები "ტორპედოს"!
კოლხიდელი
18:22 07-03-2024
1
აა ძმაო კაციც ეს ყოფილა წააგეს და სხვებისკენ კიარ დაიწყო თითის შვერა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა,,ვიღაც-ვიღაცეებისგან განსხვავებით რომლებიც რო აგებენ ლამის არის მტრედებს გარეულ ცხოველებს და ხვლიანგებს დააბრალონ,,აბა კორონაზე ღორის და ქათმის გრიპებზე გადაბრალება აღარ არი ტრენდული
gel-100
20:49 07-03-2024
2

სიახლეები პოპულარული