"გიორგის შესახებ ეს საიდუმლო შემიძლია გითხრათ..." - დავით კერესელიძემ თქვა, რამდენ მილიონს სთავაზობდნენ არაბიძის სანაცვლოდ

AutoSharing Option
გადაცემაში "სპორტი იმედზე" ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ გიორგი არაბიძის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, შემოთავაზებები ბევრი იყო, მაგრამ 26 წლის ფეხბურთელი გუნდში დარჩა. 

"ყველა სხვა ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, ამიტომ გახსნილად შემიძლია გითხრათ, რომ არაბიძე დარჩა "ტორპედოში". ასევე შემიძლია რაღაც საიდუმლო გითხრათ გიორგის შესახებ, რადგან გულშემატკივარს ციფრები უყვარს და ამასაც დაგისახელებთ.

მაქსიმალური შემოთავაზება, რაც არაბიძის სანაცვლოდ მივიღეთ, იყო 1,2 მილიონი ევრო. ჩვენ შევაფასეთ, რომ მის დონის ფეხბურთელს ამ თანხით ვერ მოვიყვანდით, ეს ფეხბურთელსაც ავუხსენით და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ
ის "ტორპედოში" დაჯდებოდა. 

ამ ეტაპზე გიორგი საქართველოს ჩემპიონატს ძალიან სჭირდება. თუ გვაქვს პრეტენზია, რომ უფრო მეტად სანახაობრივი უნდა გახდეს საქართველოს ჩემპიონატი და მაყურებელი მივიდეს ფეხბურთელების სანახავად, ასეთი მოთამაშეები უნდა შეინარჩუნო და არაბიძე სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც სტადიონზე მაყურებელი მოჰყავს", - თქვა კერესელიძემ.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ძალიან ბევრი იწერებოდა არაბიძეს ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, სულ იმას ვწერდი, რომ ჩემპიონატის სტარტზე გამოჩნდებოდა თუ როგორ ფორმაში იქნებოდა და ამის მერე უფრო ადვილი იქნბოდა გულშემატკივრისთვისაც და მწვრთნელისთვისაც მიეღო გადაწყვეტილება. პირველმა სამმა ტურმა აჩვენა, რომ ის არ არის ფორმაში, ისე ჩანს კიდეც, არც კი უნდა რომ ნაკრებში გამოიძახონ,ფაქტიურად რასაც ვუყურე, არ დარბის, ორთაბრძოლებს ერიდება, ბევრი წუნი აქვს და ამ თამაშით ნაკრებში მოხვედრა გამორიცხულია.
QT
11 მარტი 2024 08:19
0
მე ვფიქრობ ბევრი სხვა თვისებაა საჭირო რომ შენს საქმეში წარმატებას მიაღწიო, მხოლოდ ერთი ნიჭი არ კმარა. შეეძლო თუ არა გიორგის უფრო მაღალ დონეზე ეთამაშა ? ეს ალბათ მხოლოდ მან იცის. წარმატებები მას!
Solo
10 მარტი 2024 22:04
0
ყენია დაგავიცხდატ ტქვე უპატრონებო
dato
10 მარტი 2024 21:58
1
ტქვენი ბაქიბუქა
pepe
10 მარტი 2024 20:35
5
ნუ ბაქიბუქობტ არაბიზე რამე რო ყოფილიყო კარგ გუნდსი იტამასებდა უბრალო ფეხბურტელი იყო კარგები ეგერ ტამასობენ ქარტული ხრიკი
kaka
10 მარტი 2024 20:34
8
ისე დიდი ტრიპაᲩია ბ-ნი დავიᲗი.
ლერი
10 მარტი 2024 20:24
5
რა გინდათ,საქართველოს მასშტაბით კარგი ჩემპიონატია.
თქვენ თუ მარტო პრემიერლიგას და ელ-კლასიკოს ადარებთ არ ვიცი და შეადარეთ ბულგარეთის ჩემპიონატის თამაშს ცსკა-ლევსკი,
თუნდაც დანიის რანდერსი-ორჰუსის თამაშს,
ან თუნდაც თვით არგენტინის ცენტრალ კორდობა-პლატენსე
ან თუნდაც იგივე ყაზახეთის ტობოლი-აკტობეს.
გინახავთ ეს თამაშები მოედანზე რა ხდება?
მე ტოტალიზატორს ვთამაშობ სამწუხაროდ და ბევრ თამაშს ვუყურებ.
უშუალოდ მოედანზე რაც ხდება არ არის ცუდი,
სხვა საქმეა ზოგი სტადიონი-მაგალითად თელავმა დინამო ამოატრიალა ნასკივით-მაგრამ სტადიონი ტრაილერების ბაზას გავს.
სამტრედიაში ერთი ტრიბუნაა,ვითომ არასაფეხბურთო ქვეყანა ვართ.
გაგრა თამაშობს პეტრიაშვილზე,მაგრამ არავინ პრეზიდენტის გარდა აფხაზეთიდან არ არის და გუნდიც ვერ არის მაღალ დონეზე-ამერისნაერად მაინც რო აიწიოს მთელი აფხაზეთის ხალხი ივლის სტადიონზე.
და ყველაზე მთავარი-შეფუთვა,
კომენტატორები დარბაისლურად და ნელა ლაპარაკობენ-ოდნავი ემოციის გარეშე,მასე რო გააკეთებ კომენტარს ვინ მივა სტადიონზე.
პამპერსის ან კევის რეკლამის დონეზე მაინც შეიყვანეთ ხალხი აზარტში ბიჭო.
უშუალოდ მოედანზე კიდე ტემპიც არის,გოლებიც და ყველაფერი რაც ამ ეტაპზე შეიძლება გუნდებს მოვთხოვოთ.
უბრალოდ ცოტა გაქექვა ჭირდება,მოდურად რო ვთქვათ დაბუსტვა
Levani
10 მარტი 2024 17:52
2
სსრკს არსებობის ბოლო წლებში,სტადიონებზე ლატარიის ჩატარება შემოიღეს.ბილეთის ადგილის ნომრის მიხედვით თამაშდებოდა პრიზები და ამის გამო,მაყურებელი,უფრო მეტი მიდიოდა,სტადიონზე.საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში,კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში,დარბაზები გადაჭედილი იყო,მაყურებლით.იქაც კარგი შეფუთვა ხდებოდა.თუ მოინდომებენ,ახლაც შეიძლება ღონისძიებების კომპლექსის საშუალებით,მაყურებლის მიზიდვა.იქ მისული მაყურებელი კი,სურვილიც რომ არ ჰქონდეს,გულშემატკივრობას იწყებს.ფეხბურთი კი,მაყურებლის ყიჟინით ლამაზდება.
სოსო
10 მარტი 2024 21:22
0
ლევანი მესმის შენი გულისტკივილი რომ აფხაზეთის ხალხი არ დადის სტადიონზე გაგრას თამაშებზე, მაგრამ მერწმუნე აფხაზეთის ხალხს გუნდის საგულშემატკივროდ სიარულის თავი არა გვაქვს. ძველი თაობა სიდუხჭირის გამო ერთმანეთს თვალებში ვერ ვუყურებთ. მერე კიდევ რამდენი თამაშობს აფხაზეთიდან გუნდში. ჩვენი შვილებს სპორტის კი არა სწავლის გადასახადებს ვერ ვუხდით. იცით ფეხბურთზე ბავშვის ტარება რა ჯდება. ჩემი შვილები 4-ვე საზღვარგარეთ წავიდა ვინაიდან უფროსებმა უნივერსიტეტში სწავლა ვერ ქირის გამო ვერ გააგრძელეს, აქ კი სპარში 300 ვერ იმუშავებდნენ. მე მოხუცი ავადმყოფი მშობლების გამო ვერ ვტოვებ აქაურობას და შვილებთან ვიქნებიდი. დანარჩენი თვითონ განსაჯეთ
suxumchanin
10 მარტი 2024 19:50
1
ყველა გამოხმაურება
მგონი ტროლები შემოყარეს არაბიძის ანტიპიარისთვიდ კომენტარებში
ტოტტი
10 მარტი 2024 16:52
7
დროა, უკვე უნდა მივეჩვიოთ ამას, როგორც კი ჩვენს სასიკეთოდ რამე გაფაჩუნდება საერთაშორისო ასპარეზზე ეგრევე იქითკენ დაიძრებიან 'ბოტები' შავი პიარის ასაგორებლად, ზოგი მოხალისად, ზოგი შავი პურის გამოსამუშავებლად.
გიორგი
10 მარტი 2024 18:27
2
ერთ მერცხალს სამწუხაროდ გაზაფხული ვერ მოჰყავს პატივცემულო პრეზიდენტო. ნეიტრალური გულშემატკივრის გადმოსახედიდან მადლობა გეკუთვნით არაბიძე რომ დარჩა ეროვნულ ჩემპიონატში, მაგრამ ტორპედოს გულშემატკივარი რომ ვიყო ან მეტად დაფიქრებული ჟურნალისტი (იმედის გადაცემის) ჩაგეკითხებოდით, - არაბიძის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სახით გაშვებას (თქვენც ხომ ზუსტად იცით რომ თავისუფალ არაბიძეს კიდევ უფრო მეტი მსურველი ეყოლება და აუცილებლად წავა) ხომ არ ჯობდა ისევ ტორპედოსთვის 1.2 მილიონის აღება და ამ ფულით მეტის გაკეთება ტორპედოს აკადემიისთვის რომელმაც გუნდი უნდა მოამარაგოს ნიჭიერი ახალგაზდდებით?
BATUMELA
10 მარტი 2024 16:42
4
რატომ შეგვაღონეთ ამ მარად პერსპექტიური, შეუმდგარი ფეხბურთელით?
ჯონდო
10 მარტი 2024 16:34
46
პერსპექტიური, დიმპიტაური, დამპიტაური...
ციური
11 მარტი 2024 02:24
0

სიახლეები პოპულარული