არაბიძის შედევრი გოლები - კაცნაკლულმა "ტორპედომ" "კოლხეთს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე „კოლხეთი“ 3:2 დაამარცხა.

სტუმრებმა მასპინძელთა სასტარტო შეტევები მოიგერიეს, თამაში გათანაბრდა და როდესაც თითქოს მათ კარს საფრთხე არ ემუქრებოდა, არაბიძემ მეკარე რიაბენკოს თქვენი მოწონებული გოლი გაუტანა. თუმცა მალე ფირანაშვილმა არანაკლები სილამაზის გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო ქუთაისელთა მცველი ნადარაია გააძევა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი კლიმოვმა ფოთელები დააწინაურა.

მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები იყვნენ, „ტორპედომ“ მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქეს შეუტია და რიაბენკომ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. სწრაფი კონტრშეტევისას მელქაძემ ოდნავ ააცილა
კლიაიჩის კარს ბურთი. ქუთაისელები შტურმზე გადავიდნენ და მიზანსაც მიაღწიეს - არაბიძის დარტყმული ბურთი რიაბენკომ მოიგერია, ხოლო დამატებაზე შერგელაშვილმა ყველას დაასწრო. 79-ე წუთზე არაბიძემ ისევ შორიდან დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. ბოლოს კვირკველიას შეგირდებმა იერიშის იერიშზე მიტანა დაიწყეს, კლიმოვს კლიაიჩმა არ გაატანინა და "ტორპედომ" გაიმარჯვა.

„ტორპედო“ 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და 7 აპრილს „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთი“ 8 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 6 აპრილს „იბერია 1999“-ს ქობულეთში უმასპინძლებს.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - კოლხეთი 3:2
გოლები: 1:0 არაბიძე (27), 1:1 ფირანაშვილი (33), 1:2 კლიმოვი (45+2), 2:2 შერგელაშვილი 69), 3:2 არაბიძე (79)
გაძევება: ნადარაია (35, ტორპედო)

მკითხველის კომენტარები / 65 /
დაბალი ინტენსიობაო, სანიოლმა, თან დააყოლა კლოპმა ამის უფლება მხოლოდ მესის აქვსო. კი, ბატონო ორივე ხელით ვეთანხმები, მაგრამ ისიც ეთქვა, ამ დალოცვილს, რომ ე.ი. შეიძლება ერთ ფეხბურთელს, თერთმეტში იმის უფლება მისცე, რაც უნდა ის აკეთოს მინდორზე. არაბიძე მესი არაა, მაგრამ ჩევინში ვერც კარში ურტყამს ვერავინ მისნაირად და ვერც პასს აკეთებს ასეთ გემრიელს და გამოდის საქართველოს ნაკრების დონისათვის შესაფერისი "მესიც" ყოფილა და უფრო მეტიც. ახლა მეორე- რეალურად შევაფასოთ ჩვენი ნაკრების ფიზიკური კონდიციები, თანაც არ დაგვავიწყდეს ჯგუფურ ეტაპზე, ცხრა დღეში, სამი თამაში გვაქვს ჯგუფში და სანიოლი ფიქრობს ჩვენი თავდასხმა-ნახევარდაცვა სამივეში მაღალი ინტენსივობით ათამაშოს? ვილი და საქართველოს ნაკრები კი არა, ლობანოვსკი რომ გააცოცხლო და 70-80-იანი წლების კიევის "დინამო" დააბრუნო, ის ვერ შეძლებს 9 დღეში, სამ თამაშს მაღალი ინტენსივობით.
ასე რომ, თუ უნდა მაღალი დონის მწვრთნელებში ისიც მოიხსენიონ, რაღაც უნდა მოიფიქროს, მარჯვენა ფლაგზე.
goga
13:42 03-04-2024
1
კარგი თამაში იყო.
არაფერს ვიტყვი არაბიძისა და ნაკრების შესახებ ისედაც ბევრი რამ დაიწერა. მეც ვთვლი, რომ ქვეყნის ინტერესებზე თუ ფიქრობ ერთ ამხანაგურ თამაშში მაინც უნდა გამოცადო ფეხბურთელი. თუმცა მაინც თავის "ჭკუაზე" გააკეთებენ ყველაფერს.
ამიტომ უშუალოდ ტორპედოზე
1. ხუმრობით.
თუ არ ვცდები 1981 წელს დინამომ გასვლაზე კაცნაკლულმა მოუგო არარატს (4:1). იმ თამაშში სულაქველიძე გააძევეს და ამის შემდეგ გაიტანა დინამომ 2 თუ 3 გოლო არ მახსოვს. ჰოდა როგორც ბატონმა თენგიზმა გაიხსენა, თამაშის მერე ახალკაცს უთხრა "ფარსადანოვიჩ ხელს ვუშლიდი ბიჭებს და ამიტომ გავაგდებინე თავიო", ისე დაემართა ტორპედოს.
თუ მასე თამაში შეგეძლოთ ნადარია გიშლიდათ ხელს? :)
აბა ამიერიდან 11 ნუ გამოხვალთ პირდაპირ 10 კაცით გამოდით მოედანზე :)

2. სერიოზულად
რაც ავანსები გაიცა ტორპედოზე, აშკარად არ მართლდება ტორპედოს გამოვაკლოთ არაბიძე და ფაქტიურად საშუალო დონის გუნდიც აღარ გრჩება ხელში. გასაგებია, რომ გუშინდელ თამაშში ყველამ იომა, რაც შეეძლოთ გააკეთეს (სხვაგვარად თამაშს ვერც მოიგებდნენ), მაგრამ განსხვავებას მოედანზე მხოლოდ არაბიძე ქმნის.

არადა მახსოვს გუნდის ხელმძრვანელობის ორი საინტერესო გამონათქვამი:
თურმე ბუღრიძის ადგილი არ იყო ძირითადში და ამიტომ მისცეს წასვლის უფლება (თავადაც ხედავთ რამდენად არ ჭირდება გუნდს სწრაფი და ტექნიკური ბუღრიძე) და მეორე ჟუნიორის საკითხი თუ დადებითად გადაწყდა, მაშინ არაბიძეს წასვლის უფლებას მივცემთო. კიდევ კარგი არაბიძე არ წავიდა.

ჩვენ გვჭირდება ძლიერი ჩემპიონატი, რომელიც ძლიერი ტორპედოს, ორივე დინამოს, გორის და ა.შ. გარეშე ვერ იქნება. ამ ეტაპზე ჩემთვის მხოლოდ საბურთალოს/იბერიას თამშია მეტნაკლებად მისაღები დანარჩენებმა გამოფხიზლდით და თუ შეიძლება დროზე. მეც მინდა მოვესწრო დამოუკიდებელი საქართველოს კლუბების ევროთასებზე წარმატებულ თამაშებს (გაზაფხულზე თუ ვერ გადახვალთ შემოდგომაზე მაინც).
ქუთაისელი
13:19 03-04-2024
0

სიახლეები პოპულარული