არაბიძის შედევრი გოლები - კაცნაკლულმა "ტორპედომ" "კოლხეთს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე „კოლხეთი“ 3:2 დაამარცხა.

სტუმრებმა მასპინძელთა სასტარტო შეტევები მოიგერიეს, თამაში გათანაბრდა და როდესაც თითქოს მათ კარს საფრთხე არ ემუქრებოდა, არაბიძემ მეკარე რიაბენკოს თქვენი მოწონებული გოლი გაუტანა. თუმცა მალე ფირანაშვილმა არანაკლები სილამაზის გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო ქუთაისელთა მცველი ნადარაია გააძევა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი კლიმოვმა ფოთელები დააწინაურა.

მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები იყვნენ, „ტორპედომ“ მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქეს შეუტია და რიაბენკომ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. სწრაფი კონტრშეტევისას მელქაძემ ოდნავ ააცილა
კლიაიჩის კარს ბურთი. ქუთაისელები შტურმზე გადავიდნენ და მიზანსაც მიაღწიეს - არაბიძის დარტყმული ბურთი რიაბენკომ მოიგერია, ხოლო დამატებაზე შერგელაშვილმა ყველას დაასწრო. 79-ე წუთზე არაბიძემ ისევ შორიდან დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. ბოლოს კვირკველიას შეგირდებმა იერიშის იერიშზე მიტანა დაიწყეს, კლიმოვს კლიაიჩმა არ გაატანინა და "ტორპედომ" გაიმარჯვა.

„ტორპედო“ 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და 7 აპრილს „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთი“ 8 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 6 აპრილს „იბერია 1999“-ს ქობულეთში უმასპინძლებს.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - კოლხეთი 3:2
გოლები: 1:0 არაბიძე (27), 1:1 ფირანაშვილი (33), 1:2 კლიმოვი (45+2), 2:2 შერგელაშვილი 69), 3:2 არაბიძე (79)
გაძევება: ნადარაია (35, ტორპედო)

მკითხველის კომენტარები / 65 /
დაბალი ინტენსიობაო, სანიოლმა, თან დააყოლა კლოპმა ამის უფლება მხოლოდ მესის აქვსო. კი, ბატონო ორივე ხელით ვეთანხმები, მაგრამ ისიც ეთქვა, ამ დალოცვილს, რომ ე.ი. შეიძლება ერთ ფეხბურთელს, თერთმეტში იმის უფლება მისცე, რაც უნდა ის აკეთოს მინდორზე. არაბიძე მესი არაა, მაგრამ ჩევინში ვერც კარში ურტყამს ვერავინ მისნაირად და ვერც პასს აკეთებს ასეთ გემრიელს და გამოდის საქართველოს ნაკრების დონისათვის შესაფერისი "მესიც" ყოფილა და უფრო მეტიც. ახლა მეორე- რეალურად შევაფასოთ ჩვენი ნაკრების ფიზიკური კონდიციები, თანაც არ დაგვავიწყდეს ჯგუფურ ეტაპზე, ცხრა დღეში, სამი თამაში გვაქვს ჯგუფში და სანიოლი ფიქრობს ჩვენი თავდასხმა-ნახევარდაცვა სამივეში მაღალი ინტენსივობით ათამაშოს? ვილი და საქართველოს ნაკრები კი არა, ლობანოვსკი რომ გააცოცხლო და 70-80-იანი წლების კიევის "დინამო" დააბრუნო, ის ვერ შეძლებს 9 დღეში, სამ თამაშს მაღალი ინტენსივობით.
ასე რომ, თუ უნდა მაღალი დონის მწვრთნელებში ისიც მოიხსენიონ, რაღაც უნდა მოიფიქროს, მარჯვენა ფლაგზე.
goga
03 აპრილი 2024 13:42
1
კარგი თამაში იყო.
არაფერს ვიტყვი არაბიძისა და ნაკრების შესახებ ისედაც ბევრი რამ დაიწერა. მეც ვთვლი, რომ ქვეყნის ინტერესებზე თუ ფიქრობ ერთ ამხანაგურ თამაშში მაინც უნდა გამოცადო ფეხბურთელი. თუმცა მაინც თავის "ჭკუაზე" გააკეთებენ ყველაფერს.
ამიტომ უშუალოდ ტორპედოზე
1. ხუმრობით.
თუ არ ვცდები 1981 წელს დინამომ გასვლაზე კაცნაკლულმა მოუგო არარატს (4:1). იმ თამაშში სულაქველიძე გააძევეს და ამის შემდეგ გაიტანა დინამომ 2 თუ 3 გოლო არ მახსოვს. ჰოდა როგორც ბატონმა თენგიზმა გაიხსენა, თამაშის მერე ახალკაცს უთხრა "ფარსადანოვიჩ ხელს ვუშლიდი ბიჭებს და ამიტომ გავაგდებინე თავიო", ისე დაემართა ტორპედოს.
თუ მასე თამაში შეგეძლოთ ნადარია გიშლიდათ ხელს? :)
აბა ამიერიდან 11 ნუ გამოხვალთ პირდაპირ 10 კაცით გამოდით მოედანზე :)

2. სერიოზულად
რაც ავანსები გაიცა ტორპედოზე, აშკარად არ მართლდება ტორპედოს გამოვაკლოთ არაბიძე და ფაქტიურად საშუალო დონის გუნდიც აღარ გრჩება ხელში. გასაგებია, რომ გუშინდელ თამაშში ყველამ იომა, რაც შეეძლოთ გააკეთეს (სხვაგვარად თამაშს ვერც მოიგებდნენ), მაგრამ განსხვავებას მოედანზე მხოლოდ არაბიძე ქმნის.

არადა მახსოვს გუნდის ხელმძრვანელობის ორი საინტერესო გამონათქვამი:
თურმე ბუღრიძის ადგილი არ იყო ძირითადში და ამიტომ მისცეს წასვლის უფლება (თავადაც ხედავთ რამდენად არ ჭირდება გუნდს სწრაფი და ტექნიკური ბუღრიძე) და მეორე ჟუნიორის საკითხი თუ დადებითად გადაწყდა, მაშინ არაბიძეს წასვლის უფლებას მივცემთო. კიდევ კარგი არაბიძე არ წავიდა.

ჩვენ გვჭირდება ძლიერი ჩემპიონატი, რომელიც ძლიერი ტორპედოს, ორივე დინამოს, გორის და ა.შ. გარეშე ვერ იქნება. ამ ეტაპზე ჩემთვის მხოლოდ საბურთალოს/იბერიას თამშია მეტნაკლებად მისაღები დანარჩენებმა გამოფხიზლდით და თუ შეიძლება დროზე. მეც მინდა მოვესწრო დამოუკიდებელი საქართველოს კლუბების ევროთასებზე წარმატებულ თამაშებს (გაზაფხულზე თუ ვერ გადახვალთ შემოდგომაზე მაინც).
ქუთაისელი
03 აპრილი 2024 13:19
0
ყველანაირად გეთანხმები. აბსოლუტურად სწორი შეფასება იყო. უბრალოდ ერთს დავამატებდი. როგორც გამოჩნდა ბუღრიძე უნდა შეენარჩუნებიათ მაგრამ, ტორპედოს პრობლემას არ მგონია რომ ეგ გადაწყვეტდა. ტორპედო არის გუნდი რომელსაც ყველაზე მეტი გოლი აქვს ჩემპიონატში გატანილი, ანუ შეტევა მუშაობს მაგრამ, ამასთანავე ერთ-ერთი ყველაზე მეტი აქვს გაშვებული რაც მიუთითებს რომ უსუსტესია დაცვა. აგებენ როგორც პოზიციურად, ასევე სისწრაფეში. და კიდევ ორი პრობლემა, მოკლე სათადარიგოთა სკამი. ასე მთელი სეზონი ვერ გაგრძელდება. ასევე რექპიზების პრობლემა აქვს ლეგიონერებს ხშირად. ბევრს ქმნიან მაგრამ პროცენტულობა გატანის გასაუმჯობესებელია აშკარად. იმაშიც აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ძლიერი ტორპედოს, დინამოების და სხვა გუნდების გარეშე არაფერი გამოვა. აქ უხარიათ ზოგ-ზოგიერთებს მეტოქე გუნდის დასუსტება და ეგრე გალიდერება, რაც სრული მარაზმია. საკუთარი თავის მტრობაა ეგ მიდგომა. პირიქით ბევრი ძლიერი გუნდი გვჭირდება ჩემპიონატში და ყველა გუნდის დასუსტება უნდა გვწყინდეს.
სიმართლე უნდა ითქვას
03 აპრილი 2024 20:15
0
გაუგებარია რატომ არ ათამაშებენ არაბიძეს ნაკრებში, მეტი რა ქნას ბიჭმა, გააგებინეთ მაინც.რა ხდება. ევროპაზე კი გავედით მაგრამ ...რამდენი სალაპარაკო დავუტოვეთ ლუქსებს და ბერძნებსაც, ხომ აშკარაა-ვერც ერთი ვერ დავჯაბნეთ აშკარა უპირატესობით...იღბალმაც არ მიგვატოვა.... თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ გუნდის მიმართ რამე სასაყვედურო გვაქვს, პირიქით ქება და ქება მთელ ნაკრებს, მის თითოეულ წევრს,ქომაგებს ხომ საერთოდ... მაგრამ ვინა გვყავს საჯარიმოების და მითუმეტეს შორი მანძილებიდან შემსრულებლები, საერთოდ არ გვჭირდება? უცნაურია, ისევ ქომაგთა აქტიურობაა ალბათ საჭირო, თანაც დროულად....
კახი
03 აპრილი 2024 12:51
4
კაით რა ხაალხო მაგ ბურთებს, რომელი ნორმალური მეკარე გაუშვებდა?ართმევაზე ეგ არ ვარგა, პასს ეგ ვერ აკეთებს თუ არ აკეთებს ერთადერთი დარტყმა უვარგა, მარა მაგ დარტყმებსაც თუნდაც ვლახოდიმოსის დონის მეკარე არ გაუშვებს.
გოგა
03 აპრილი 2024 12:41
13
თეორიულად ნებისმიერი ბურთის აღება შესაძლებელია მაგრამ რატომ აკნინებთ ამ გოლებს ძალიან მაინტერესებს. რატომ აიღებდა ნებისმიერი კარგი მეკარე? ძლიერი დარტყმული არ იყო? მაქსიმალურ კუთხეში არ წავიდა? მეორე გოლზე მეკარე მიწვდომოდა ბურთს შეუძლებელი იყო. ნებისმიერი სიმაღლის მეკარეს გადაუტარდებოდა ეგ ბურთი. მოიჭრა და ზემოდან ჩაეშვა მაღალ მაქსიმალურ კუთხეში. პირველი გოლის შემთხვევაში მეტოქე ფეხბურთელს შემოატარა და ისე მოიჭრა მეკარე ბოლო მომენტამდე ვერ ხედავდა ბურთს და ისიც მაქსიმალურ კუთხეში წავიდა. აბა დამისახელეთ რატომ იყო უეჭველად ასაღები ბურთები რა აკლდა იმისათვის რომ გასულიყო? გულწრფელად მაინტერესებს როგორ დაასაბუთებთ.
სიმართლე უნდა ითქვას
03 აპრილი 2024 20:22
0
ბოლოს როდის უყურე ფეხბურთს ჯიმა???
Zura
03 აპრილი 2024 14:43
0
ყველა გამოხმაურება
მსგავსი დარტყმა არცერთ ჩვენს ფეხბურთელს არა აქვს! რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, მსგავსად ვერც კვარაცხელია ურტყამს კარში - მსგავსი სიძლიერითა და სიზუსტით. ასევე არაბიძეს აქვს დიდებული პასი და მოტყუებაც შესანიშნავად შეუძლია.
ჩვენი ნაკრების ნახევარდაცვაში რეალურად ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილის გარდა ადგილებს ავსებს დანარჩენი!!! აღარაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, რომ კაკაბაძ მარჯვნიდან მარტოა და არც მცველად წყვეტს ვარსკვლავებს და წინ ხომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს!
ასე რომ, თუ კი რაიმე პირადი არ ხდება - არაბიძის ნაკრებში გამოუძახებლობა არის მთელი ფედერაციის სირცხვილი!!!!!!!!
Zura
03 აპრილი 2024 11:22
2
ხალხს რომ კითხო არაბიძე ლამის მესის ჯობია და საინტერესოა რატომ თამაშობს დღემდე საქართველოს ჩემპიონატში?
nika
03 აპრილი 2024 11:10
29
რა ბანძი ტიპი ხარ ნიკო, აი შენისთანა ლოგიკით ვინცაა ფეხბურთზე მისვლა უნდა აუკრძალო! ანუ ეროვნული ჩემპჯონატი ქაქი უნდა იყოს შენი აზრით და აქ ნორმალურმა არავინ უდნა იკადროს ხო თამაში! ფუ შენი!
შოთა
03 აპრილი 2024 12:06
1
დღესაც რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი. ეს არის ნიკა სტივ კინის სიტყვები
საქართველო
03 აპრილი 2024 11:56
1
ყველა გამოხმაურება
იფხუკუნეთ და იყავით. არაფერი გამოვა მაინც.
ფედერაციასთანაა წაჩხუბებული.
ტფილისელი
03 აპრილი 2024 11:01
8
ფაქტია ძაან კლასნია, ეგეთი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატს დაამშვენებდა... არ ვიცი რა ხასიათის ტიპია, მაგრამ უნდა დალაგდეს სანიოლთან და ფედერაციასთან
papai
03 აპრილი 2024 10:36
1
შანსი არა გვაქ ხალხო, ვიდრე ეს სასტავია ფეხბურთის ფედერაციაში გამორიცხულია არაბიძე ნაკრებში ათამაშონ, არადა ეს სასტავი ძალიან მყარად ზის ფედერაციაში, ისევე როგორც ქოცები ქვეყნის სათავეში. ასე რომ არაფერი არ შეიცვლება.
რეზი
03 აპრილი 2024 10:29
12
ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და ამაში დიდი წვლილი გულშემატკივარმა შეიტანა! თუ ხალხი მივა სტადიონზე, ფეხბურთელებს სხვა ხალისი და მოტივაცია ექნებათ! სამარისებულ სიჩუმეში ის იქნება რაც დინამომ ქნა სამტრედიასთან! მერე ევროთასებზე რო დაინახავენ ხალხს მიუჩვეველზე ფეხები უკანკალებთ! პ.ს. არაბიძე ნაკრებშიიიიი! თუ სასტავში არ დააყენებენ, შეცვლაზე მაინც ოქროს კადრია!!!!
შოთა
03 აპრილი 2024 10:25
1

სიახლეები პოპულარული