თორნიკე ოქრიაშვილი თბილისის დინამოელია

AutoSharing Option
"დინამო თბილისსა" და თორნიკე ოქრიაშვილს შორის შეთანხმება შედგა. საქართველოს ნაკრების შემტევი კარიერას დედაქალაქურ კლუბში გააგრძელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი ერთი წლის ვადით გაფორმდა.

თორნიკე ოქრიაშვილი საფეხბურთო კლუბ "გაგრას" აღზრდილია. ამას გარდა, სხვადასხვა დროს იგი "მარიუპოლის", "ჩერნომორეცის", "გენკის", "ესკიშეჰირსფორის", "კრასნოდარის", "ანორთოსისისა" და "აპოელის" ღირსება იცავდა

2016 წელს თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

რაც შეეხება ოქრის სანაკრებო კარიერას, მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 49 მატჩი აქვს გამართული. შემტევის ანგარიშზე 13 გოლია და იგი ამ მაჩვენებლით ეროვნული გუნდის ისტორიაში მეხუთე საუკეთესო ბომბარდირია.

fcdinamo.ge

ოქრიაშვილი თბილისის დინამოელია" style="height: 50px; width: 50px;" />თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა

მკითხველის კომენტარები / 12 /
წარმატებები ოქრიკ:) ბელარუსიასთან გამარჯვების გოლი შენს ანგარიშზეა და კიდევ ბევრი გოლლი გაგეტანოს და გაგეხარებინოს ქართველი გულშემატკივრები
გიო9
07 აპრილი 2024 20:48
0
კარგი ამბავია, თუ სწორად მიუდგა საქმეს დინამისაც დაეხმარება და საკუთარ თავსაც.
gionat
07 აპრილი 2024 08:46
0
ცინიკურ და ბოღმიან კომენტარებს შეეშვით, ოქრი ყოველთვის ბოლომდე თამაშობდა ნაკრებისთვის.

წარმატებები ბებერო.
გიგა
06 აპრილი 2024 22:43
4
მართალია სოსო, თოკო ნაკრებში მუდამ თავდადებით თაშობდა, უმადურება მხოლოდ ნაძირლების თვისებაა. წარმატებები თოკოს.ვინც კი იცნობს ყველამ იცის როგორი დიდი სიყვარული აქვს ფეხბურთისა ბავშვობიდან
გაიოზი
07 აპრილი 2024 16:17
0
შეცდომით დავაწკაპე დაწუნებას
ბესო შიოშვილი
07 აპრილი 2024 08:10
0
იქნებ ჭანტურიაც დააბრუნოთ,კარგი ბიჭია.
ჯორჯო ბიძია
06 აპრილი 2024 22:33
16
ჭანტურია მართლაც და სად დაიკარგა?! ბარსას ახალგაზრდულ გუნდში კი თამაშობდა…
ლაშა
07 აპრილი 2024 00:05
0
ჩელებაძეც...
Obama
06 აპრილი 2024 23:23
5
დინამოს ახალგაზრდობას,გამოცდილი ლიდერი სჭირდებათ.ოქრიც ფორმას აღიდგენს.ნაკრებში,ის ყოველთვის საკუთარ თავზე მაღლა ხტებოდა და დინამოსთვისაც ასევე იქნება.თუ მოასწრო და ფორმაში ჩადგა,ნაკრებსაც გამოადგება.ოქრიმ შეიძლება საკუთარ თავს რაიმე ავნოს,მაგრამ ქვეყნისათვის მუდამ ბოლომდე იხარჯება და მის გვერდით,ახალგაზრდებიც ძალიან ბევრს ისწავლიან.
სოსო
06 აპრილი 2024 21:40
2
სოსოს-ს.სწორედ მაშინ გადაახტა საკუთარ თავს.კვარა გამოგვაკლდა.სხვა თავდამსხმელი აღარ გვყავდა.ისიც ტრავმირებული იყო,მაგრამ გამაყუჩებლებით ითამაშა,სანამ ფეხზე დგომა შეეძლო და მერე,კაი ხანი,იმ ტრავმის გამო,თამაში საერთოდ ვეღარ შესძლო.
სოსო
06 აპრილი 2024 23:55
1
ვნახეთ, როგორც გადაახტა ჩრდ მაკედონიას. ერთი ბურთი ვერ დაარტყა კარში.
sosos
06 აპრილი 2024 22:14
10
გილოცავ თოკო და გისურვებ შემდგომ დიდ წარმატებებს!!!
გაიოზი
06 აპრილი 2024 21:37
0

სიახლეები პოპულარული