"დილამ", "ტორპედომ" და "სამგურალმა" გაიმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში სამი მატჩი ჩატარდა.

„ტორპედომ“ აუტსაიდერ „გაგრას“ იონსენის გოლით 1:0 სძლია და 12 ქულით მეოთხე ადგილზეა.

„დილამ“ საკუთარ მოედანზე „სამტრედია“ 3:0 დაამარცხა, 16 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის „იბერია 1999“-თან ერთად ლიდერია.

„სამგურალმა“ სახლში 2:1 მოუგო „თელავს“ . წყალტუბოურმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“
გაგრა - ტორპედო 0:1
გოლი: იონსენი (35)

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - სამტრედია 3:0
გოლები: 1:0 გაგნიძე (30, პენ), 2:0 კონტე (45+1), 3:0 შეყილაძე (67)
გამოუყენებელი პენალტი: გოგოლაშვილი (74,
სამტრედია)

წყალტუბო. „საფეხბურთო ცენტრი“
სამგურალი - თელავი 2:1
გოლები: 1:0 შეროზია (4), 1:1 ხაბულიანი (55), 2:1 ლ. ხორხელი (77)
გაძევება: ბუკორაცი (90+4, თელავი)

მეშვიდე ტური ხვალ ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრით დასრულდება.

alt"იბერია 1999"-მა ფოთელებს მოუგო

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა კარგი გუნდია გორის დილა კარგი ლეგიონერებით და რა ლამაზ ფეხბურთს თამაშობს წინა სეზონის მსგავსად.
dogi
00:56 08-04-2024
0
მოკლედ გაგრა აუცაიდერიო რაღამც ტორპედომ მოიგო და დინამოს რომ მოეგო დაწერდით დინამომ ძლიერ გაგრას მოუგოვო. ნეტა ასე ძაან რომ გიყვართ თბილისლებს დინამო სტადიონზე რატომ არ მიდიხართ ხოლმე
ტოტტი
23:25 07-04-2024
3

სიახლეები პოპულარული