"ტორპედომ" არაბიძის გარეშე თამაში შემოატრიალა - "იბერია 1999" გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნულ ლიგაში მერვე ტურის სამი მატჩი გაიმართა.

„ტორპედომ“, რომელსაც ავადმყოფობის გამო მისი ლიდერი არაბიძე ვერ დაეხმარა, სახლში „სამგურალს“ თამაში შემოუტრიალა - 3:1. ქუთაისური გუნდი 15 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო წყალტუბოელები 5 ქულით მეცხრე პოზიციაზე დარჩნენ.

„იბერია 1999“-მა „გაგრას“ 3:1 სძლია და ამ მომენტისთვის 19 ქულით ლიდერია. „თელავმა“ კი გასვლაზე „სამტრედიას“ 2:1 მოუგო.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - სამგურალი 3:1
გოლები: 0:1 ლ. ხორხელი (14), 1:1 ნინკოვიჩი (49), 2:1 იონსენი (83), 3:1 ბასილაძე (90+7)
გაძევება: კალანდარიშვილი (85, სამგურალი)

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“

იბერია
1999 - გაგრა 3:1

გოლები: 1:0 შ. ნონიკაშვილი (18), სილა (29), 2:1 ქიმაძე (32), 3:1 კაპანაძე (57)

სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - თელავი 1:2
გოლები: 0:1 მორჩილაძე (51), 1:1 კარტაშიანი (90, საკ. კარში), 1:2 პერუცი (90+8)

altოქრიაშვილის დაბრუნება - ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტორპედო უფრო და უფრო შევა ფორმაში, კარგია ასეთი თამაშების მოგება
რაბუ
13:41 12-04-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული