„ტორპედომ“, რომელსაც ავადმყოფობის გამო მისი ლიდერი არაბიძე ვერ დაეხმარა, სახლში „სამგურალს“ თამაში შემოუტრიალა - 3:1. ქუთაისური გუნდი 15 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო წყალტუბოელები 5 ქულით მეცხრე პოზიციაზე დარჩნენ.
„იბერია 1999“-მა „გაგრას“ 3:1 სძლია და ამ მომენტისთვის 19 ქულით ლიდერია. „თელავმა“ კი გასვლაზე „სამტრედიას“ 2:1 მოუგო.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - სამგურალი 3:1
გოლები: 0:1 ლ. ხორხელი (14), 1:1 ნინკოვიჩი (49), 2:1 იონსენი (83), 3:1 ბასილაძე (90+7)
გაძევება: კალანდარიშვილი (85, სამგურალი)
თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“
იბერია 1999 - გაგრა 3:1
გოლები: 1:0 შ. ნონიკაშვილი (18), სილა (29), 2:1 ქიმაძე (32), 3:1 კაპანაძე (57)
სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - თელავი 1:2
გოლები: 0:1 მორჩილაძე (51), 1:1 კარტაშიანი (90, საკ. კარში), 1:2 პერუცი (90+8)
ოქრიაშვილის დაბრუნება - ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" დაამარცხა [VIDEO]