"ტორპედომ" ბრაზილიის ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
"ტორპედომ" ბრაზილიის ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი აურო ალვარო დაიმატა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს:

"ბრაზილიელი მცველი აურო ალვარო "ტორპედოს" ფეხბურთელია. 28 წლის ალვარო გასულ წელს "ორდაბასთან" ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გახდა.

წლების განმავლობაში "ტორპედოს" ახალწვეული ბრაზილიური "სანტოსის" ღირსებას იცავდა. 5 სეზონი გაატარა MLS-ში "ტორონტოს" შემადგენლობაში. 2018 წელს "ტორონტოსთან" ერთად კანადის თასი მოიგო, 2019 წელს კი MLS-ის ვიცე-ჩემპიონიც გახდა.

აურო ალვარო იყო ბრაზილიის 17, 20 და 21-წლამდელთა ნაკრების უცვლელი წევრი. ბრაზილიელ მცველსა და კლუბს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
საღოლ ტორპედოს
bejo
21:07 12-04-2024
1
ტორპედო შეთამაშდება და კარგი გუნდი დადგება. მსაჯობა ცალკე თემაა ჩვენთან. ტურის ცენტრალური მატჩია დილა დინამო ბათუმი. მაქსიმუს საყვითლე ეპიზოდი იყო კუტალიაზე და იშიშვლა ეგრევე, გველისპირულივით ატრიალა წითლები. დასაწყისშივე მოკლა ტიპმა თამაში
რაბუ
22:15 12-04-2024
4

სიახლეები პოპულარული