ბათუმის "დინამო" "იბერია 1999"-ს დაეწია - "კოლხეთისა" და "დილას" მატჩში სამი პენალტი ვერ გაიტანეს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის სამი მატჩი გაიმართა.

ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ შეხვედრაში „სამტრედია“ 3:1 დაამარცხა და „იბერია 1999“-თან ერთად ლიდერია. წიტაიშვილმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და მეტოქის მიერ საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთიც მის პასს მოჰყვა. „სამტრედია“ კი 6 ქულით მეექვსე ადგილზე დარჩა.

„დილამ“ „კოლხეთს“ 3:1 სძლია. აღსანიშნავია, რომ გუნდებმა სამი პენალტი ვერ გაიტანეს - ერთი გორელებმა და ორი ფოთელებმა. „დილა“ 20 ქულით მესამე პოზიციაზეა, ხოლო „კოლხეთი“ 9 ქულით - მეშვიდეზე.

თბილისის „დინამომ“ აუტსაიდერ „გაგრას“ 2:0 მოუგო და 12 ქულით
მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა.

ბათუმი. „საფეხბურთო ცენტრი“
დინამო (ბთ) - სამტრედია 3:1
გოლები: 0:1 ჰაიდარი (27), 1:1 ასუნსეუ (40, საკ. კარში), 2:1 ღუდუშაური (88), 3:1 მუჯირი (90+6)

ქობულეთი „საფეხბურთო ცენტრი“
კოლხეთი - დილა 1:3
გოლები: 0:1 შეყილაძე (39), 0:2 დრამე (42), 0:3 კონტე (68), 1:3 კლიმოვი (71, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: გაგნიძე (22, დილა), მელქაძე (49, კოლხეთი), აბუაშვილი (64, კოლხეთი)

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“
გაგრა - დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 უგრეხელიძე (68), 0:2 გორდეზიანი (70)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბათუმმა რატომ არ ითამაშა თავის დიდ სტადიონზე?სამტრედიას ლეგიონერები მეთქი ნახავენ რომ ნორმალური სტადიონები გვაქ ქვეყანაში და სადღაც ეზოში ათამაშეს)))
შახრუდინი
13:01 17-04-2024
0
ჯუღელმა მეტი პენალტი ვეღარ გაქაჩა?
Ბაბუაწვერა
06:12 17-04-2024
1

სიახლეები პოპულარული