მეტოქე გუნდის ფეხბურთელებიც კი შოკში ჩავარდნენ - ახალაძის საოცარი გოლი ბათუმის "დინამოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზღვისპირული დერბი დაძაბული გამოდგა და აქაც ვნახეთ შორიდან გატანილი ლამაზი გოლები.

მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმი" ორი ბურთის სხვაობით უგებდა ფოთის "კოლხეთს", თუმცა საბოლოდ - 2:2.

ბათუმელთაგან ორივე გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა პირველი ტაიმის ბოლო წუთებში. ჯერ საჯარიმო დარტყმა შეასრულა მშვენივრად, მერე კი პენალტი მოიპოვა და მართალია იაროსლავ კოტლიაროვმა 11-მეტრიანი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ მამუჩაშვილი იყო პირველი და ზუსტადაც დაარტყა - 0:2.

ფოთელებმა მეორე ნახევარში გამოასწორეს თამაში. დემეტრე გვასალიამ არეულობაში ისარგებლა და ანგარიში შეამცირა, ბოლო წუთებზე კი გიორგი ახალაძემ შორიდან დარტყმით
ცხრიანში გაიტანა - 2:2. ბრწყინვალე გოლი იყო.

ვიდეო: სპორტმიამბე

altლამაზი გოლები... "სამგურალმა" "დინამო თბილისს" მოუგო, დერბები ფრედ დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
საქართველოში არა ვარ-რო ვიყო საკუთარი ინიციატივით დავიწყებდი პროპაგანდას რო ხალხი სტადიონზე წამეყვანა-უბნელები,ძმაკაცის ძმაკაცები თუ ნათესავის მეზობლები.
ვინც აქ კითხულობთ კომენტარებს ხო ხედავთ ჩვენით თუ არ გამოვიჩინეთ ინიციატივა ეს ფედერაცია(არ ვარ მაგათი კრიტიკოსი,პიროქით) იმას ვერ ახერხებს ხარისხიანი რეპორტაჟი და უკომპლექსო კომენტატორი იპოვოს.
არადა ბიჭები თამაშობენ,
არ დაიწყოთ ახლა აკტობე და პიუნიკი გაგვაგდებსო,მერე რა..
ფეხბურთი-სანახაობა არის,არ არის ისე როგორც ადრე რო სეირნობდნენ სტადიონზე ფეხბურთელები და რაღაცნაერად უნდა აგორდეს და მოდაში შემოვიდეს სტადიონზე სიარული.
Levani
13:50 21-04-2024
2
მართლა მაგარი გოლია! "ხმელი ფოთოლი", რობერტო კარლოსი, ყველაფერი ერთად იყო. მე ასეთი გოლი არ მინახავს!!!
ბადრი
13:29 21-04-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული