მეტოქე გუნდის ფეხბურთელებიც კი შოკში ჩავარდნენ - ახალაძის საოცარი გოლი ბათუმის "დინამოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზღვისპირული დერბი დაძაბული გამოდგა და აქაც ვნახეთ შორიდან გატანილი ლამაზი გოლები.

მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმი" ორი ბურთის სხვაობით უგებდა ფოთის "კოლხეთს", თუმცა საბოლოდ - 2:2.

ბათუმელთაგან ორივე გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა პირველი ტაიმის ბოლო წუთებში. ჯერ საჯარიმო დარტყმა შეასრულა მშვენივრად, მერე კი პენალტი მოიპოვა და მართალია იაროსლავ კოტლიაროვმა 11-მეტრიანი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ მამუჩაშვილი იყო პირველი და ზუსტადაც დაარტყა - 0:2.

ფოთელებმა მეორე ნახევარში გამოასწორეს თამაში. დემეტრე გვასალიამ არეულობაში ისარგებლა და ანგარიში შეამცირა, ბოლო წუთებზე კი გიორგი ახალაძემ შორიდან დარტყმით
ცხრიანში გაიტანა - 2:2. ბრწყინვალე გოლი იყო.

ვიდეო: სპორტმიამბე

altლამაზი გოლები... "სამგურალმა" "დინამო თბილისს" მოუგო, დერბები ფრედ დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
რობერტო კარლოსმა ჯარიმიდან გაიტანა ასეთი გოლი. 3-4 მეტრით სცილდებოდა კარებს და მოუხვია მერე; დღემდე 2 გოლზე არის შეშლილი მსოფლიო: ეს, ბარტეზს რომ გაუტანა და ვან ბასტენის, დასაევს რომ გაუტანა ევრო ფინალში. აქაც იგივე, მიდიოდა კარის ცენტრიდან მარჯვნივ და მოუხვია მარცხნივ და კუთხისკენ წავიდა. ეს იმით ჯობდა, რომ 1.თამაშიდან დაარტყა; 2.ზედა ხარიხას ქვეშ ჩაჯდა ზუსტად!!! ჰო და წლის გოლზე უნდა წარადგინოს ფედერაციამ ფიფაში.
alexandre
22 აპრილი 2024 11:55
0
რობერტო კარლოსმა ჯარიმიდან გაიტანა ასეთი გოლი. 3-4 მეტრით სცილდებოდა კარებს და მოუხვია მერე; დღემდე 2 გოლზე არის შეშლილი მსოფლიო: ეს, ბარტეზს რომ გაუტანა და ვან ბასტენის, დასაევს რომ გაუტანა ევრო ფინალში. აქაც იგივე, მიდიოდა კარის ცენტრიდან მარჯვნივ და მოუხვია მარცხნივ და კუთხისკენ წავიდა. ეს იმით ჯობდა, რომ 1.თამაშიდან დაარტყა; 2.ზედა ხარიხას ქვეშ ჩაჯდა ზუსტად!!! ჰო და წლის გოლზე უნდა წარადგინოს ფედერაციამ ფიფაში.
alexandre
22 აპრილი 2024 10:10
0
ეს "გაუვარდა" რაღა იყო ახლა :)
შეტევა
21 აპრილი 2024 15:13
1
საქართველოში არა ვარ-რო ვიყო საკუთარი ინიციატივით დავიწყებდი პროპაგანდას რო ხალხი სტადიონზე წამეყვანა-უბნელები,ძმაკაცის ძმაკაცები თუ ნათესავის მეზობლები.
ვინც აქ კითხულობთ კომენტარებს ხო ხედავთ ჩვენით თუ არ გამოვიჩინეთ ინიციატივა ეს ფედერაცია(არ ვარ მაგათი კრიტიკოსი,პიროქით) იმას ვერ ახერხებს ხარისხიანი რეპორტაჟი და უკომპლექსო კომენტატორი იპოვოს.
არადა ბიჭები თამაშობენ,
არ დაიწყოთ ახლა აკტობე და პიუნიკი გაგვაგდებსო,მერე რა..
ფეხბურთი-სანახაობა არის,არ არის ისე როგორც ადრე რო სეირნობდნენ სტადიონზე ფეხბურთელები და რაღაცნაერად უნდა აგორდეს და მოდაში შემოვიდეს სტადიონზე სიარული.
Levani
21 აპრილი 2024 13:50
2
ჯიგარი ხარ! ნეტა ყველა მასე ფიქრობდეს.
alexandre
22 აპრილი 2024 10:04
0
მართლა მაგარი გოლია! "ხმელი ფოთოლი", რობერტო კარლოსი, ყველაფერი ერთად იყო. მე ასეთი გოლი არ მინახავს!!!
ბადრი
21 აპრილი 2024 13:29
1
ამ ერთი დისლაიქის ავტორს მინდა ვკითხო, ფეხბურთში ხმელი ფოთოლი და რობერტო კარლოსი არ გაგიგონია?
ბადრი
21 აპრილი 2024 18:38
0
კოლხეთს ხომ აქვს ახალი სტადიონი, ეს სად თამაშობენ
ბუზუ
21 აპრილი 2024 12:08
0
ამ ბოლო ხანებში რამდენი ძალიან ლამაზი გოლი გადის,ამჩნევთ?ჯერ კიდევ კცარაცხელია ბათუმში რომ თამაშობდა,მაშინ დაიწყო,მისი ლამაზი თამაში რომ ნახეს,სხვა ფეხბურთელებმაც დაიწყეს მიბაძვა და ისინიც ცდილობდნენ,ლამაზად თამაშს.ახლაც, ერთმანეთის წამხედურობით,ბიჭები რისკავენ და გამოსდით კიდეც.რაც უფრო ხშირად ვითამაშებთ ლამაზად,რაც უფრო მეტი ლამაზი გოლი და კომბინაცია იქნება,მით უფრო სანახაობრივი გახდება,საქართველოს პირველობა და თანდათან ხალხიც დაიწყებს სიარულს.რა თქმა უნდა ევროსარბიელზე რაღაცა წინსვლაც საჭიროა,ქართული გუნდების რეალური წინსვლის განცდა რომ დაბრუნდეს.
სოსო
21 აპრილი 2024 11:46
1
ძალიან მაგარი გოლი იყო.
მეწყინა ბათუმის ფრე, მაგრამ გოლი იყო სუპეერ!
ბრავო მაესტო, ბრავო!
ბათუმელი ექსპერტი
21 აპრილი 2024 11:30
0

სიახლეები პოპულარული