ჩემპიონმა "გაგრასთან" წააგო, "დილა" კი "სამგურალთან" მარცხს გადაურჩა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტური ორი მატჩით დასრულდა.

ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "გაგრამ" მათე ვაწაძის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოულოდნელად სტუმრად 1:0 სძლია ბათუმის "დინამოს". აჭარული გუნდი 23 ქულით მესამე ადგილზეა, "გაგრა" კი 7 ქულით ბოლოსწინა, მეცხრეზე.

"დილა" საკუთარ მოედანზე 0:1 მარცხდებოდა "სამგურალთან", თან პირველი ტაიმის დასასრულს ნახევარმცველ ანტონიო ლოპესის გაძევების გამო კაცნაკლული დარჩა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა კიფონ ლაიდსმანმა 89-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო. გორული კლუბი 24 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო წყალტუბოური 9 ქულით მერვეზე.

ბათუმი. "საფეხბურთო ცენტრი"
დინამო (ბთ) - გაგრა 0:1
გოლი: ვაწაძე (90)

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - სამგურალი 1:1
გოლები: 0:1 კარლოსი (19), 1:1 ლაიდსმანი (89)
გაძევება: ლოპესი (45+5, დილა)

მკითხველის კომენტარები / 7 /
როინიე რო გეყოლება 1 მეკარედ წააგებ აბა რას იზავ ! როდემდე ეს ნაცნობობა და მგეობრობა! ერთი მაგის აღებული ბურთი მანახა მეტი არ მინდა
ცოტნე
17:50 28-04-2024
1
ძალიან მომწონს "დილა"-ს გულშემატკივართა განწყობა ზოგადად თავიანთი გუნდის მიმართ. სიმართლე გითხრათ, მსგავსი რამ ბათუმში სამწუხაროდ არ იგრძნობა. აქ ფეხბურთისათვის თითქოს ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა: დონის არენა, საოცარი რეკლამა (კვარა) უფასოდ, გულშემატკივარი სტადიონზე, ნანატრი ჩემპიონობა... მაგრამ არა, ფეხბურთის კეთება უფრო რთული და კომპლექსური საკითხი აღმოჩნდა. როგორც ჩანს კლუბის განვითარება, ყველა საფეხბურთო ასპექტის თანმიმდევრულ განვითარებას ეფუძნება. რომელიმე ერთი მიმართულებაზე ხარვეზი, საკმარისია მთლიანი პროცესის შეფერხებისათვის, როგორც მინიმუმ. ამჟამად ცხადზე ცხადია, რომ უხეირო მენეჯმენტი განაპირობებს იმას, რომ ბათუმი საუკეთესო შემთხვევაში ერთ ადგილს ტკეპნის. უფრო მეტიც, ნელნელა ზემოთჩამოთვლილი დადებითი წინაპირობები უმოწყალოდ მიაქვს ქარს. ეხლა დაიწყება ეს გაკეთდა ის გაკეთდა. კი ბატონო რაღაცეები ყოველთვის კეთდებოდა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. "ყარაბაღ"-ს რომ თავი დავანებოთ, გვაქვს "ბატე"-ს მაგალითი. "დინამო"-ზე ყველა პარამეტრით ბევრად ნაკლები რესურსით რამოდენიმეჯერ ლიგა ითამაშეს. სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება. რა გახდა ბოლოსდაბოლოს ევროპაზე ერთი კლუბის მაინც გაყვანა? ფაქტია რაღაცას არ ვაკეთებთ სწორად. (ოღონდ გთხოვთ ბავშვთა ფეხბურთი არ გაიხსენოთ, 30 წელია ამას ვიმეორებთ).
ამატაკი
13:44 28-04-2024
0

სიახლეები პოპულარული