ჩემპიონმა "გაგრასთან" წააგო, "დილა" კი "სამგურალთან" მარცხს გადაურჩა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტური ორი მატჩით დასრულდა.

ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "გაგრამ" მათე ვაწაძის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოულოდნელად სტუმრად 1:0 სძლია ბათუმის "დინამოს". აჭარული გუნდი 23 ქულით მესამე ადგილზეა, "გაგრა" კი 7 ქულით ბოლოსწინა, მეცხრეზე.

"დილა" საკუთარ მოედანზე 0:1 მარცხდებოდა "სამგურალთან", თან პირველი ტაიმის დასასრულს ნახევარმცველ ანტონიო ლოპესის გაძევების გამო კაცნაკლული დარჩა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა კიფონ ლაიდსმანმა 89-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო. გორული კლუბი 24 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო წყალტუბოური 9 ქულით მერვეზე.

ბათუმი. "საფეხბურთო ცენტრი"
დინამო (ბთ) - გაგრა 0:1
გოლი: ვაწაძე (90)

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - სამგურალი 1:1
გოლები: 0:1 კარლოსი (19), 1:1 ლაიდსმანი (89)
გაძევება: ლოპესი (45+5, დილა)

მკითხველის კომენტარები / 7 /
პირატებო როდის იბუტებით რო სანამ დემჩენკო არ წავა და დილადან რუი მოტას არ მოიყვანთ სტადიონზე არ მოვალთო?დ.დ.
dogi
00:49 28-04-2024
0
გილოცავთ პირატებო 100% თქვენი დამსახურებაა რაც ბათუმში ხდება დევჩენკოს გაუფთხილდით ვინმემ არ წაგართვად
გოჩა
06:59 28-04-2024
0

სიახლეები პოპულარული