სკირამ ხვიჩასთან დაკავშირებით დე ლაურენტისის გეგმა გაამხილა

AutoSharing Option
ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ნიკოლო სკირამ რადიო Marte-ს ეთერში "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ისაუბრა:

"ნაპოლი" კვარაცხელიას დაკარგვას რისკავს? ეს რთული სიტუაციაა, ვინაიდან მასთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით განახლება ძალიან დააგვიანეს. ქართველი გუნდში ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადია და ბუნებრივია, უკმაყოფილოა, როდესაც ხედავს, რომ ნებისმიერი თანაგუნდელი მასზე მეტს გამოიმუშავებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სკუდეტოს არქიტექტორი გახდა.

პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის გეგმა? უნდა, კორექტირება მოახდინოს - ხელშეკრულების 2029 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება, სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონი ევრო და პლუს 1 მილიონის ოდენობის ბონუსები სხვადასხვა მიღწევაზე. კონტრაქტში
აგრეთვე შეიძლება თანამშრომლობის შეწყვეტაზე პუნქტის შეტანა.

ეს ვარიანტი, შესაძლოა, მისაღებია, მაგრამ ახლა, პრინციპში, უარის თქმაც არაა გამორიცხული, რათა მიხვდნენ, შეუძლია თუ არა სხვა კლუბში გადასვლა. "ნაპოლი" ხვიჩას მხოლოდ ძალიან დიდ ფასად თუ შეელევა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
დაღუპავენ ბიჭს!
რუსულ კლუბებზე უარეს კაბალაში ჩააგდეს ხვიჩა.
არანაირი 2029 წელი, არავითან შემთხვევაში! მხოლოდ ასი მილიონზე ნაკლები გამოსასყიდის შემთხვევაში საუბარი კონტრაქტის გადახედვაზე.
ახლა გამოჩნდება რაიმე გაეგება და ეხერხება თუ არა ჯუჯელს.
სხვისი არ ვიცი მაგრამ მე მაგრად მეფიქრება ხვიჩას კარიერა არ გაუფუჭონ((
ქორ-პარიკმახერი
21 მაისი 2024 17:07
0
წინა კომენტარი მომეწონა, თუმცა მშიშარად არ ჩავთვლიდი, უბრალოდ თავისი შრომის ფასი კი უნდა იცოდეს მართლაც.
დიდი წარმატებები ხვიჩას!! ერთ-ერთ საამაყო ქართველს
ნათია
21 მაისი 2024 11:36
2
აბა, საღოლ ჯუღელს-კაპიკებად აყიდინა და თან მონური პირობებით. ეს ლაურა სუფთა მონათმფლობელის ფსიქოლოგიის მაფიოზაა
ირაკლი
21 მაისი 2024 09:56
1
Და სად უნდა წავიდეს რო?ვინ ახევს კალთებს?ეს მაქსიმუმ გადავიდეს ნაპოლისნაირ სოფლის გუნდებში.ეს რო რეალს უნდოდესან ბარსას,ან სხვა ტოპ გუნდს უკვე იქ იქნებოდა.რეალმა როგორ იყიდა ის თურქი-ნახა და ეგრევე იყიდა.ამისთანა ფაფხურებზე დიდად თავს არ შეიწუხებენ თორე აგერა ვარ მე და აგერაა გერმანია-ევრიპის ჩემპიონატი
Მონათა ბაზარს
21 მაისი 2024 07:24
79
მის პოზიციაზე,რეალს ვინისიუსი ჰყავს,რეალშია გაზრდილი და უკვე ვარსკვლავზე მაღალ დონეზე თამაშობს.რატომ დახარჯავს ამდენ ფულს ახალი ფეხბურთელის მოსაყვანად,თუ ეცოდინება,რომ ან ის,ან ვინისიუსი სკამზე უნდა დაჯდეს?ბარსელონას ძალიანაც უნდა,მაგრამ ფინანსურ კრიზისშია და დე ლაურენტისის სიხარბეს ვერ სწვდება.საერთოდაც, დაბრკოლება ხვიჩას სათამაშო დონე კი არა,გამოსასყიდის უსაშველოდ გაბერილი რაოდენობაა.
სოსო
21 მაისი 2024 10:55
1
ასე თუ გძულს და იბოღმები, შეგიძლია აღარ უყურო.
ვახ
21 მაისი 2024 09:51
2
სატრანსფერო ექსპერტი კი არა, "ლაურეანტისების" გოშია ყოფილა ეს!
ხვიჩას ადგილზე ვირზე შევჯდებოდი და გაშვებას მოვითხოვდი ადეკვატურ ფასად, ხოლო თუ მეტყოდნენ, რომ 100 მილიონზე მეტი უნდა გადაიხადოს მსურველმაო, ვეტყოდი, თუ მაგდენი ვღირვარ, მაშინ 10 მილიონზე მეტი უნდა დამინიშნოთ ანაზღაურება მეთქი!
თუ, ამ მათხოვრულ პირობებს დათანხმდა, უთავმოყვარეო და ამ ქვეყნის აზრზე არ მყოფ, მშიშარა ადამიანად ჩავთვლი მე პირადად...
monaTa bazari
20 მაისი 2024 23:50
9
თავიდან რო აწერდა 2027 წლამდე ამ პირობებით ხელშეკრულებაზე ხელს ვინმე აძალებდა?რაგან მოწერილი აქვს ეხლა რა უნდა შეცვალოს?
vano
21 მაისი 2024 16:30
4
აი რა მოსდევს უცოდინარი და გამოუცდელი "აგენტი"რპომ გყავს @ ჩაუგდო ხელში მონად იმ ფულისტ ღორს და კიდევ 3 წელი მოუწევს კვარას ნაპოლიში წვალება და იგივე დონეზე დარჩენა @@
zura222
20 მაისი 2024 23:05
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული