"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ კლუბს შევუერთდი" - "დილას" ყოფილი მწვრთნელის კომენტარი სომხურ "ნოაში" დანიშვნის შემდეგ

AutoSharing Option
გორის "დილა" აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა რუი მოტამ გუშინ მოულოდნელად დატოვა. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელმა სომხეთის ვიცე-ჩემპიონი კლუბი "ნოა" ჩაიბარა.

45 წლის დამრიგებელი ეროვნულ ლიგაში გორელებს ბრწყინვალედ ათამაშებდა, ცხრილში ლიდერებიც იყვნენ და გავრცელებული ინფორმაციით, მისი წასვლა გაცილებით დიდ ანაზღაურებას უკავშირდება.

მოტას სიტყვებს "ნოაში" დანიშვნის შემდეგ, სოციალურ ქსელში კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

"გამარჯობა, ძვირფასო "ნოას" ფანებო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ კლუბს შევუერთდი. დიდი ენთუზიაზმით მოვდივარ, რომ ერთად შევქმნათ ისტორია. ჩვენ ყოველდღე ბევრს ვიმუშავებთ ჩვენი მიზნების მისაღწევად. ერთად
უფრო ძლიერები ვიქნებით", - განაცხადა მოტამ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
რატომ დაწერეთ ეს სტატია? მაინტერესებს რა მიზანს ატარებს? დანოსების პერიოდი რომ იყოს მიაყენებდნენ ამ სტატიის დამწერს კედელთან ზურგით. წაშალეთ რა ეს სტატია, გონს მოეგეთ!
სიმენონი
02:21 17-06-2024
0
ეს ,,ნოა", უეჭველი ბიბლიური ნოეს დაარსებული გუნდია და ამიტომ სჯერა ამ უთავმოყვარეო ფულის მონას, რომ დიდი კლუბია.
აი, კიდობანი რომ არარატს შეეჯახა, მას მერე ფეხბურთს თამაშობენ სომხები.
თუ ჩემი არ გჯერათ, ჰკითხეთ ნებისმიერ სომეხს და დაგიდასტურებთ. :)
ჯეჯე
10:58 16-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული