"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ კლუბს შევუერთდი" - "დილას" ყოფილი მწვრთნელის კომენტარი სომხურ "ნოაში" დანიშვნის შემდეგ

AutoSharing Option
გორის "დილა" აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა რუი მოტამ გუშინ მოულოდნელად დატოვა. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელმა სომხეთის ვიცე-ჩემპიონი კლუბი "ნოა" ჩაიბარა.

45 წლის დამრიგებელი ეროვნულ ლიგაში გორელებს ბრწყინვალედ ათამაშებდა, ცხრილში ლიდერებიც იყვნენ და გავრცელებული ინფორმაციით, მისი წასვლა გაცილებით დიდ ანაზღაურებას უკავშირდება.

მოტას სიტყვებს "ნოაში" დანიშვნის შემდეგ, სოციალურ ქსელში კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

"გამარჯობა, ძვირფასო "ნოას" ფანებო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ კლუბს შევუერთდი. დიდი ენთუზიაზმით მოვდივარ, რომ ერთად შევქმნათ ისტორია. ჩვენ ყოველდღე ბევრს ვიმუშავებთ ჩვენი მიზნების მისაღწევად. ერთად
უფრო ძლიერები ვიქნებით", - განაცხადა მოტამ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
საღოლ სომხებს,ტიპი დააჯერეს რომ ,,ბარსელონა,, ჩაიბარა..
გურულო
13:36 15-06-2024
1
ერთი კაცურად მოქცეული პორტუგალიელი არ მინახავს სპორტულ სამყაროში, არ გამოხტეთ აქ ეხლა რეალის და კრისტინას ფანები! ისე ევროპაში პორტუგალიელები, რუმინელები და სომხები მგონი ერთი ბოშა კაცის ..ით ნაკეთები არიან, გნიდები და ფულს დახარბებული ქვეწარმავლები
ბლაუგრანა
16:50 15-06-2024
10

სიახლეები პოპულარული