პერუცი და კიდევ 5 სხვა - "თელავი" ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბინადარმა "თელავმა" გვაუწყა, რომ გუნდი კიდევ ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა.

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "თელავი" კიდევ 6 ფეხბურთელს დაემშვიდობა - გიორგი ხაბულიანმა (იჯარა დაუსრულდა და ესპანურ "ლევანტეში" დაბრუნდა), თორნიკე ახვლედიანმა, არტურ კარტაშიანმა, ენრიკო შუბერტმა, ფილიპ ლესნიაკმა და ჯინო პერუციმ გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ოფიციალურად უკვე დატოვეს.

კლუბი მადლობას უხდის ზემოხსენებულ ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის, თანამშრომლობისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებას უსურვებს, როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "თელავი" 5-მა ფეხბურთელმა: სტეფან
ბუკორაცმა, რუბენ ოლივეირამ, მაქსიმ მაიროვიჩმა, რუსტამ ხალნაზაროვმა და მუხრან ბაგრატიონმა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უკვე დატოვა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
ქართულ გუნდებში მოდიან ფეხბურთელები და სანამ გულშემატკივარი მათ გვარებს ისწავლის,უკვე მიდიან!ვის რაში სჭირდება ნახევარწლიანი გუნდი?რომ უგულშემატკივრო,შენი ქალაქის,შენი ნაწილი უნდა გახდნენ ფეხბურთელები.დაწერენ თელაველი ფეხბურთელებიო,მაგრამ ნახევარ წელიწადში ვერც თელაველი გახდები და გუნდის სრულფასოვანი წევრი.ვერც გუნდი შეიკვრება და ვერც მისი გულშემატკივრების წრე.თან ყველა დიდი სიხარულით და გეგმებით მოდის,ბოლოს კი,ურთიერთ შეთანხმებით მიდის.ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"როგორც მთავრდება ისეა აქაც:არც მისი მოსვლით შეჰმატებია რამე ამ ქვეყანას და არც მისი წასვლით დაჰკლებია რამე!მაშ რად გვინდა ისეთი გუნდი,რომელიც არაფერს გვაძლევს?კახელი ვარ და თელავისა მტკივა სხვაზე მეტად,მაგრამ თითქმის ყველა გუნდი რომ დახლოებით ასევე არსებობს საქართველოს ჩემპიონატში,ესეც ხომ ფაქტია? რომ ჰყიდიდნენ ამ ფეხბურთელებს,კიდევ გაიგებდა კაცი,მაგრამ ურთიერთ შეთანხმებით უშვებენ,თან მადლობას უხდიან და გინდა თუ არა,აზრი გიჩნდება,რომ იატაკქვეშა ბუღალტერიაც უნდა არსებობდეს.ფეხბურთელები გუნდიდან გუნდში გადადიან და თავისუფალი აგენტის აყვანაზე,გამოსასყიდის გადახდა საჭირო არ არის. რეალურად იყიდებიან ფეხბურთელები და გამოსასყიდიდან სახელმწიფომ რომ არ აიღოს საშემოსავლო,ამის გამო მალავენ ტრანსფერებს?-არ ვიცი!რაც არ ვიცი,არ ვიცი,მაგრამ უკვე ზღვარს გადასული გახდა ფეხბურთელების ურთიერთ შეთანხმებით გაშვების პრაქტიკა და ეს ქართულ ფეხბურთს,მხოლოდ ვნებს.კლუბებში გეგმაზომიერი მუშაობაა აუცილებელი და სადაც ასეთი რამე არ ხდება,ფეხბურთის ფედერაციამ,ფინასური ბერკეტები უნდა შექმნას,რომ კლუბებს შემადგენლობების სტაბილიზაცია და მწვრთნელებისათვისაც გეგმაზომიერი მუშაობისათვის აუცილებელი დროის მიცემა აიძულოს.მაშინ მწვრთნელების მოყვანისთვისაც უფრო სერიოზულად დაფიქრდებიან და ახალი ფეხბურთელების აყვანის დროსაც.
სოსო
20:36 04-07-2024
0
Რამდენი წელია ეს გუნდი უმაღლეს ლიგაშია და რა უნდათ, რისთვის იბრძვიან თვითონაც არ იციან. 6 თვეში ერთხელ ახალი გუნდი, დაუსრულებლად, არც ვარდებიან. Რა გინდათ თელაველები?
Master
18:36 04-07-2024
0

სიახლეები პოპულარული