"ტორპედო" 20 წლის ნიგერიელი ნახევარმცველით გაძლიერდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ოფიციალურად გვაუწყა, რომ კლუბი 20 წლის ნიგერიელი ნახევარმცველით ტიმ ოლოკო-ობით გაძლიერდა. როგორც ირკვევა, ის გუნდში დიდი ხანია ვარჯიშობდა, თუმცა კონტრაქტი მხოლოდ ახლა გაუფორმეს.

"2023 წელს ის კლუბის მიერ ეგვიპტეში გამართულ აფრიკელ ტალანტთა ფორუმზე იქნა შერჩეული, რის შემდეგაც ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოში ჩამოვიდა და რამდენიმე თვეა მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

მონაწილეობა მიიღო "ურარტუს" წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში, სადაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.

კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ფეხბურთელთან 3+1 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ამიერიდან ის "ტორპედოს" სრულფასოვანი წევრია", -
წერს კლუბის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე.
მკითხველის კომენტარები / 11 /
3 + 1კონტრაქტის გაფორმებას მივესალმები კარგად რომ ითამაშებს იმედია დროზე ადრე არ გაუშვებთ ურიერთშეთანხმების საფუძველეზე ასე იციან ქართულმა კლუბებმა მომწონს ტორპედო რასაც აკეთებს ლეგიონერები მოჰყავს ძლიერი და წელს თუ ჩემპიონი თუ გახდა მომავალ წელს ტორპედო მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფურში იქნება
ბალეშიკ
13:40 28-07-2024
2
ბარემღა მთელი აფრიკის კონტინენტი, აქ საქართველოში გადმოიტანეთ, როგორც საფრანგეთმა და მოისვენებთ რა? სირცხვილი თქვენ!
არა რა?!
14:43 28-07-2024
29

სიახლეები პოპულარული