საქართველოს ნაკრების 32 წლის ცენტრლური მცველი საბა კვირკველია კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს, - ამის შესახებ დედაქალაქური კლუბის პრესსამსახური იტყობინება:
"საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა "დინამო თბილისთან" კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა".
კვირკველია ბოლოს საუდის არაბეთის "ალ ახდუდში" თამაშობდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით ზაფხულში დატოვა. მას ეროვნულ გუნდში 59 მატჩი აქვს ჩატარებული.