ორი თავური... "დინამოების" დაპირისპირება ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

დინამო ბთ 1:1 დინამო თბ

მოქმედმა ჩემპიონებმა ბოლო 9 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგეს, "დინამო თბილისს" კი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში არ გაუმარჯვია...

28-ე წუთზე ბათუმელები დაწინაურდნენ, ონორე გომისის ჩაწოდებულს მოჰყვა ანგოლელი მარიო ბალბურდიას თავური და 1:0. ეს ბალბურდიას პირველი გოლია საქართველოში.

ბათუმელები დიდხანს იგებდნენ, მაგრამ მე-80 წუთზე სოლომონ კვირკველიამ ასევე თავურით გაათანაბრა. საგოლე პასი კი საბა ხარებაშვილისა იყო. ეს კვირკველიას პირველი
გატანილი ბურთია ქართული კლუბის მაისურით...

ისე, როგორ ჰგავდა გოლები ერთმანეთს - ორივემ თავურით, ერთი და იგივე მანძილიდან, ერთი და იგივე კუთხეში, ორივემ მარჯვნიდან ჩაწოდების მერე. და ორივესთვის სადებიუტო გოლი.

ბათუმელები მეოთხე ადგილზე რჩებიან, "დინამო თბილისი" კი მეექვსეზეა. შეგახსენებთ, საქართველოს თასზე ამ გუნდების დაპირისპირება თბილისელებმა მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
კობახიძე შემოვიდა და ბათუმმა ეგრევე გაუშვა.დდდდდ
eros
21:02 24-09-2024
0
მაინტერესებდა გუნდების შემადგენლობა, ვის რამდენი მოწვეული ფეხბურთელი ყავს. არ იქნება ქართული ფეხბურთი 3000 დორად მოთამაშე მოწვეულებით, თუ ვინმეს მოწვევის თავი გაქვთ ისეთები უნდა მოიწვიოთ ევროტურნირზე რომ გამოგადგებათ, ისე რა აზრი აქვს?
ჟორა
19:30 24-09-2024
0

სიახლეები პოპულარული