36 წლის სტეფან სიკაჩი თბილისის "დინამოში" ბრუნდება

AutoSharing Option
moldfootball-ის ინფორმაციით, 36 წლის მოლდოველმა მეკარე სტეფან სიკაჩმა ყაზახური "კაისარი" დატოვა და კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს.

ვეტერანი კიპერი ქართველი გულშემატკივარისთვის უცხო არ არის. ის 2018/19-წლებში "დინამოს" ღირსებას უკვე იცავდა. ჩვენს ქვეყანაში მოლდოველი ასევე ფოთის "კოლხეთსა" და "სამტრედიაში" ასპარეზობდა.

საქართველოდან წასვლის შემდეგ სიკაჩმა კარიერა ყაზახეთში ჯერ "აკჟაიკსში" შემდეგ კი "ქაისარში" გააგრძელა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული