თბილისის "დინამო" შეკრებაზე გაემგზავრა

AutoSharing Option
დინამო თბილისი ზამთრის შეკრებაზე პორტუგალიაში გაემგზავრა. დედაქალაქური გუნდი პირინეის ნახევარკუნძულზე 13 თებერვლამდე დარჩება და ამხანაგურ მატჩებს გამართავს, მეტოქეთა ვინაობას ახლო მომავალში გაცნობებთ. საწვრთნელი პროცესის პირველი ეტაპი კი ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა.

ვლადიმერ კაკაშვილმა პორტუგალიაში 19 ფეხბურთელი იახლა:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშვილი

მცველები: ნიკოლოზ უგრეხელიძე, გიორგი გვასალია, ირაკლი იაკობიძე, თენგიზ გობეშია, მუხრან ბაგრატიონი, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარებაშვილი

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ლუკა წულაია, ოთარ აფციაური, ნოდარ ლომინაძე, თორნიკე მორჩილაძე, ცოტნე ბერელიძე

თავდასხმა: დავით გოცირიძე, ვახო სალია, მათე ვაწაძე, ნიკოლოზ ჩიქოვანი

საბა ხვადაგიანი
ტრავმირებულია და გუნდს რამდენიმე დღეში შეუერთდება. შემადგენლობის მხრივ კი სიახლეებიც გვექნება, რასაც პერიოდულად გაცნობებთ.

რაც შეეხება ალექსანდრე კალანდაძეს, ნიკა ნინუას, ვასილიოს გორდეზიანს, ლევან ოსიყმაშვილს, ჯადული იობაშვილს, ბენსონ ანანგს და დომინიკ რაიტერს - ფეხბურთელების მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ექსკურსიაზე არიან, ეხლა აქ ცივა და მანდ სიცხეა, დაათვალიერებენ ფეხს გაანძრევენ და ერთი თვის მერე ჩამოვლენ. დინამოზე საერთოდ არფერი უნდა დაწეროთ, ეს ხო გინდი არ არის ეს არის სტანოკი ფულის გასაკეთებელი
დკ
23:57 15-01-2025
0
ფეოლას ბიჭები
mamuka
22:24 15-01-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული