სტივ კინი "ტორპედოს" სპორტულ დირექტორად დანიშნეს

AutoSharing Option
"ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, გუნდის ყოფილი მწვრთნელი სტივ კინი კლუბში გააგრძელებს მუშაობას:

"სტივ კინი ახალი სეზონიდან "ტორპედოს" სპორტულ დირექტორად იმუშავებს. მისი კლუბში მუშაობის გასული 20 თვის შეფასებისას კინმა აღნიშნა, რომ ეს მეტად საინტერესო და გამოწვევებით დატვირთული ეტაპი იყო მის კარიერაში. ამასთან, მას პირველ გუნდთან მუშაობის პარალელურად, ბევრი დრო არ რჩებოდა, ეზრუნა კლუბის მრავალმხრივ განვითარებაზე. დღეიდან კი მისი დრო სრულად დაეთმობა ახალ გამოწვევას და ის მზადაა, მაქსიმალურად ჩაერთოს კლუბის სტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში.

მისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია აკადემიის ხელშეწყობა, როგორც მეთოდური სიახლეების დანერგვის,
ისე ახალგაზრდებთან მუშაობის ინოვაციური მიდგომების გასავითარებლად".

მკითხველის კომენტარები / 1 /
გვიან,მაგრამ მაინც მიხვდა ტორპედოს პატრონი,რომ არ შეიძლება ერთ კაცს აჰკიდო ყველა მოვალეობა.კარგია!სტივ კინი,ერთდროულად ფეხბურთელებთან და კლუბის მომსახურე პერსონალთან,ფიზიკურად ვერ იქნებოდა.დრო არ ეყოფოდა.გუნდის სიძლიერეს,მხოლოდ ფეხბურთელები არ განსაზღვრავენ,კლუბის ინფრასტრუქტურაც გუნდურ მუშაობას ეფუძნება და გამართულად თუ ვერ მუშაობს,უშუალოდ ფეხბურთელების თამაშზეც უარყოფითად აისახება.სცადეს და არ გამოუვიდათ.დრო და ფული დაიკარგა მაგრამ გამოცდილება,თუნდაც უარყოფითი,მიღებულია და ახლა ,შეცდომების გამოსწორების დროა.იმედი მაქვს ყველაფერი გამოუვათ.უკვე დიდი ხანია დროა, ტორპედო უპირობო ფავორიტების სიაში ჩადგეს და როგორც კლუბმა,ქართული საკლუბო ფეხბურთის გაძლიერებაში თავისი,უფრო დიდი წვლილის შეტანა დაიწყოს.ქუთაისი,არასოდეს ყოფილა,საქართველოს რიგითი გუნდი და მომავალშიც ასე უნდა იყოს.ტალანტების სამჭედლოს სხვა უფლება არც აქვს და ვიცი,არც თვითონ იქნებიან,ყაბულს.
სოსო
11:07 26-01-2025
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული