"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "ტორპედო" შინ გორის "დილასთან" 1:5 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებმა პროტესტი გამოხატეს და "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს.

ქუთაისელთა გულშემატკივრებმა ("ჯუნგლებმა") საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გაავრცელეს.

"ჩვენი მოთხოვნა მტკიცე და უცვლელია, სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ!!!", - წერს ჯუნგლები.

Sportall.Ge


შეგახსენებთ, "ტორპედო" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან გორის "დილას" 6 ქულით ჩამორჩება. სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 1-ელ სექტემბერს, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 82 /
მაგარი კლიკუხა გაქვთ რააა...))))
ჯუნგლმა თქვა - ჯუნგლმა შეასრულა!
18:29 13-02-2025
0
ოღონდ თქვენ არ წახვიდეთ და მე წავალ კოლუმბიის ჯუნგლებში)))))))
ნეტაი თქვენა რა, მოგცლიათ...
18:26 13-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული