ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
ვაკო გვილია "დინამო თბილისის" ფეხბურთელია. ქართველმა ნახევარმცველმა დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს თბილისში შეუერთდება.

ვაკო გვილიას საფეხბურთო კარიერა უკრაინული ზაპოროჟიეს "მეტალურგში" დაიწყო. შემდეგ ბელარუსის "მინსკის" და "ბატეს", შვეიცარიული "ლუცერნის", პოლონური "გურნიკის", "ლეგიას", "რაკუვისა" და "პიასტის" რიგებს იცავდა.

გვილია სამჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. ბელარუსში კი ორჯერ იჩემპიონა და ერთხელ სუპერთასს დაეუფლა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვაკო გვილიას 44 მატჩი (3 გოლი, 3 ასისტი) აქვს ჩატარებული.

აქვე ვაკო გვილიას პირველი კომენტარი: ბედნიერი ვარ, რომ ვბრუნდები მწვანე
მინდორზე და ბედნიერი ვარ, რომ ამას თბილისის "დინამოს" რიგებში გავაკეთებ. ვიმედოვნებ წლევანდელი სეზონი ჩვენთვის წარმატებული იქნება.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნამდვილად ასე სჯობს 17-18 წლის ბიჭებს კანკავას და გვილიას დარი ვეტერანები უნდა გვერდით, სათანადოდ რომ გაიზარდონ, კიდევ არიან თუნდაც ლორია სად წავიდა დარჩენილიყო ჯობდა, ან აზიაში რომ არიან არაბული, მიქელთაძე... უნდა დააბრუნონ იქ მართლა ჭ ლიგაში თამაშობენ.
Givi
21:06 29-01-2025
1
ჩივაძეც დაიმატეთ რა. სალიას ყიდიან და გვილიას იმატებენ, უჰ თქვენ გენაცვალეთ
ვახტანგი
22:59 29-01-2025
6

სიახლეები პოპულარული