ქუთათელაძე კარიერას თბილისის "დინამოში" განაგრძობს - რა შეთანხმება დადო ქართულმა გუნდმა რუსულ "პარი ნნ"-თან

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" რუსული "პარი ნნ"-იდან 23 წლის ქართველი თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე ინათხოვრა. დედაქალაქური გუნდის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ რუსულ "ჩემპიონატს" უთხრა, რომ ფეხბურთელის გამოსყიდვის ვარიანტიც არსებობს.

"ქუთათელაძეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებული მატჩებით ვიცნობთ. ჩვენ ვაკვირდებოდით მას და გაჩნდა შესაძლებლობა და შემოთავაზება, რომ იჯარით წაგვეყვანა.

იჯარა წლის ბოლომდეა, მაგრამ გამოსყიდვის ვარიანტიაც არსებობს. ვნახოთ როგორ ითამაშებს და მერე გადავწყვეტთ. ჩვენ სწრაფად მივაღწიეთ შეთანხმებას "პარი ნნ"-თან.

ნიკოლოზის ოჯახიც დაინტერესებული იყო, რომ მას უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა. არაფრის გარანტიას არ ვიძლევით, მაგრამ ფეხბურთელმა
პორტუგალიაში საწვრთნელ პროცესში ვარჯიში უკვე დაიწყო", - განაცხადა დოლიძემ. 

ინფორმაციისთვის, ქუთათელაძე "ლილის", პრაღის "სლავიასა" და პსჟ-ის აკადემიებში ვარჯიშობდა, შემდეგ კი რუსეთში გადაბარგდა, სადაც მახაჩყალის "ანჟის", მოსკოვის "სპარტაკი 2"-ში და "ნიჟნი ნოვგოროდში" ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოატარეს სადაც კაი კაი აკადემიები იყო და ბოლოს მახაჩკალის ანჟიში გადავიდა..დინამო ხო ჩაძირული გემების ნავსაყუდელია დიდი ხანია სამწუხაროდ!!!
იფფფ
16:02 18-02-2025
0
ხფუუუ...
zaza
13:45 18-02-2025
6

სიახლეები პოპულარული