"13-14 წლის ბავშვები მწერდნენ, წადი ნაკრებიდან, ეროვნულ გუნდში რა გესაქმებაო"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ამერიკული "სან ხოსეს" ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ახალ გუნდზე, გარემოსა და ნაკრებზე ისაუბრა.

ჩვენ გთავაზობთ იმ მონაკვეთს, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილის სერბეთთან მატჩში მომხდარ ეპიზოდზეა საუბარი.

- ვაისმა თქვა, სერბეთთან მატჩის შემდეგ ვაკო ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, მთელი ღამე არ უძინიაო. მართალია?
- მართლა ცუდად ვიყავი. პირველად აღმოვჩნდი ვითარებაში, როცა ყველგან ჩემზე წერდნენ და ლაპარაკობდნენ... 13-14 წლის ბავშვები მწერდნენ, წადი ნაკრებიდან, ეროვნულ გუნდში რა გესაქმებაო!

საბედნიეროდ, დროულად მივხვდი, რომ ასეთი რაღაცებისთვის ყურადღება აღარ უნდა
მიმექცია. არადა, ფაქტობრივად, მე დამბრალდა იმ თამაშის წაგება.

ისე გამოვიდა, თითქოს დავინახე ჯანო, მაგრამ ეგოისტურად მოვიქეცი და ბურთი არ გადავაწოდე... სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ვერ შევამჩნიე, თორემ რომ დამენახა, აუცილებლად მივცემდი პასს! მაგრამ ჯერ 24 წლის ვარ და კიდევ ბევრი რამის სწავლა შემიძლია. თუ "სან ხოსეში" კარგად ვითამაშებ, ძლიერ ევროპულ კლუბში გადასვლაც შეიძლება.

ავტორი: რატი შელეგია

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 21 /
ამდენი ბოღმა.
საჩხერელი
12 აგვისტო 2017 11:03
0
ფეხბურთი ისეთი რამეა,რომ უნდა ისიამოვნო და მაყურებელიც ასიამოვნო! მაგ:ბრაზილია როცა წაგებს მისი თამაშით მაინც კმაყოფილი ხარ იმიტომ,რომ კარგად და გულიანად თამაშობენ.ესენი კი არაფრად დაგიდევენ მაყურებელს და არ იხარჯებიან! მაგალითისთვის ქეცბაიას თამაში აიღეთ,რომელიც თავს დებდა მოედანზე და ხალხიც აფასებდა.ის ყოველთვის მთელი არსებით იყო ჩართული თამაშში,მაგრამ დანარჩენები თამაშობდნენ უგულოდ!მიბაძონ ქეცბაიას "ჟილკაში" და მიიღებენ შედეგს!ამ პატარებს კი ფსიქოლოგების დახმარება სჭირდებათ,ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ თავზე.
irakli1
12 აგვისტო 2017 10:36
0
ყველაფერი განდიდების ბრალია ჯერ ჟურნალისტების ამ პატარა ბიჭებზე აუ გენიოსია ეს რა ქნა ასე და ისეო იმედი და გმირიო არ შიძლება არაფერი მაქვს ამ ბიჭის და ზოგადად არ შემდგარი "ვარსკვლავების" ნეტა ქვეყანას გამოადგებოდნენ მაგრამ აქ უმთავრესია პროფესიონალიზმის არქონა ფეხბურთი და ზოგადად სპორტი მსხვერპლს მოითხოვს უდიდეს შრომას და ბევრ რამეზე უარის თქმას სამაგიეროდ ხდები გმირი და სახელის ოჯახის და ქვეყნის ეტალონი ამათ კიდე ძირითადში მოხვედრის პრობლემა აქვთ რაღა უნდა თქვა უსისხლო უჯიგრო რაცარუნდა ტალანტი იყოს ვერაფერს მიაღწევს.
კახა
09 აგვისტო 2017 13:36
0
რასაც ამბობ 100% სიმართლეა! ჯერ გაატუტუცებენ,ცამდე აიყვანენ პატარა ბიჭებს და მერე ეღადავებიან. ადამიანმა როგორ ვერუნდა შეიგნო,რომ მზად თუ არ ხარ,დაგამიწებენ.ყველაზე მთავარი თავმოყვარეობაა,რომელიც მათ არ გააჩნიათ! მე დარწმუნებული ვარ,რომ სპციალურად არ მიაწოდა.ასეთი რაღაცეები არახალია ქართველ ფეხბურთელებში.
avoieeee
12 აგვისტო 2017 10:24
0
ბაჯოსთვის რომ გეკითხა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტ 11-მეტრიანს დაარტყამ და 3 მეტრით გადააცილებ კარსო, არც დაიჯერედბა და შეგაგინებდა კიდეც. აი მაგას რომ წერეს და მიმართეს - ეგ იყო. ვაკო! მთავარია - ნაკრების, ქვეყნის სიყვარული გქონდეს გულში და რამდენი ვინ რას დაწერს - ამაზე არ ინერვიულო. საქმე აკეთე. გამოადექი ჯერ სან ხოსეს, და მერე ქვეყნის ნაკრებშიც კარგად გექნება ყველაფერი. წარმატებებს გისურვებ. კარგი ბიჭი ხარ.
alexandre
09 აგვისტო 2017 12:45
1
ჩვენ უბნის ბიჭები, უბანი უბანს რომ ვეთამაშებოდით, ყველას სხა და სხვა ტანსაცმელი გვეცვა, მარა ჩვენიანს მაინც ვარჩევდით, შენ ახალგაზრდა, თანაგუნდელს, რომელსაც შენნაირი ფორმა აცვია და მაინც ვერ არჩევ, ესე იგი თამაშიდან შორს ხარ, და სწორედ, რომ ერთი შეცდომა წყვეტს ხშირად თამაშის ბედს.არ გაგიგია შანსი ერთხელ გეძლევა და თუ ვერ გამოიყენე ანუ ვერ გაიტან შენ გაგიტანენ ისინი.
დათო
09 აგვისტო 2017 12:44
0
ამას ნაკრებში კი არა სოფლის გუნდშიც არ ვათამაშებდი
ქართველი
09 აგვისტო 2017 12:19
3
ისე გამაგიჟებთ ხალხო, კი ფეხბურთი კარგი რამეა, თანაც ძაან მაგარი, მაგრამ ადამიანს წერ პირადში შეეშვი, რასაც აკეთებ მაინც უნიჭო ხარ და ასე შემდეგ, როდესაც მაგაში წვლილად მარტო ის მიუძღვის, რომ შეცდომა დაუშვა, სრული შემთხვევითობით, - შეიძლება ესე? ? აბა თქვენ თქვენ თავებს შეხედეთ თითეოულმა და წარმოიდგინეთ, - რომ მუშაობ არ აქვს მნიშვნელობა სად , აიტიშნიკად, მუშად, მასწავლებლად ან გინდაც ხარ სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, ან ვაფშე უმუშევარი - არავინ არ მოვა და გეტყვის რომ არაფრად არ ვარგიხარ, უვიცი ხარ, არ ვარგიხარ არც მასწავლებლად და არც სტუდენტად, მით უმეტეს, რომ ამ საქმის კეთებისას არანაირ დროს, ენერგიასა და მონდომებას არ აკლებ. არავინ , ანუ არცერთი არ აიტანს ესეთ მომართვას, როცა შენ შენი შესაძლებლობების 60%-80% აკეთებ, რაც არავიცი შემჩნეული გაქვთ, თუ არა მაგრამ ძალიან ბევრია. რეალურად, თუნდაც ჩემი თამადობით მოსახლეობის 80% თავისი შესაძლებლობების 50%-საც არ იყენებს (საქმეში და შეილება ითქვას ცხოვრებაშიც). მაგრამ არ ვცდილობ იმის თქმას, რომ ეს აუცილებლად ცუდია, - შეიძლება ვიღაცა და რაღაც ნაწილი არ აკეთებს, იმიტომ, რომ სულით ზარმაცია, მაგრამ ასეთები არ არიან ბევრნი, უბრალოდ უზომოდ ბევრია ვისაც ვთქვათ - არ ჯერა თავისი შესაძლებლობების და მაგიტომ არ გამოდის, ან არ თვლის რომ ვთქვათ საუკეთესოობა სამსახურში ან გარკვეულ საკუთარი დროისა და ენერგიის ხარჯვა აუცილებელი და საჭიროა, რადგან ვიღაცისთვის პირველობა ნამდვილად არააა ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში ბედნიერებისთვის. ხოდა ანუ რას ვამბობ, მე თუ მკითხავ გინდაც ეს ფეხბურთელები საკუთარი შესაძლებლობების ჩვენ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე 10-20%-ით მეტს ხარჯავენ და ამ დროს ვიღაც მოდის და აგინებს ?????
არანაირად არ ვფიქრობ, რომ ცუდი არ უნდა ითქვას და მარტო უნდა ვაქოთ და ვადიდოთ ,, უბრალოდ ყველანაირ შენიშვნას თავისი ზღვარი აქვს. ჯერ თქვენ ცხოვრებას გადახედეთ, თუ იტყვით, რომ თქვენ თქვენი ენერგიის 70-80% ან მეტს ხარჯავთ, მაშინ გექნებათ მოთხოვოთ ადამიანს რომ შეეშვას იმის კეთებას რასაც აკეთებს და ამ დროს დედის ტრაკი აფაროთ. ზუსტად ამიტომაც არ მაქვს მე რაღაც ზღვარზე დიდი შენიშვნის (შეგინება, ულტიმატუმის წამოყენება, თქმა რომ უბრალოდ ნოლია და არაფრად არ ვარგა) მიცემის უფლება.
იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ვინც თავისი შესაძლებლობების 80%+ აკეთებს თავის საქმეში, იმის დრო არ ექნება, რომ სხვისი დედის ტრაკის გინებით თავი შეიწუხოს და დრო დაკარგოს ))
niko
09 აგვისტო 2017 02:48
3
13-14 წლის არა, 33-54 წლის ხალხი გწერდა წადი ნაკრებიდან რა გესაქმებაო და მართალიც იყო , ძალიან არაპროფესიონალია და სწორედ ამიტომ არ ათამაშებდა მას პეტერ ბოში
ვახტანგი
08 აგვისტო 2017 23:37
7
ზოეგიერთის კომენტარს რო ვკითხულობ გაოგნებული ვრჩებით. შოტლანდიას უკლასნესი გოლით რომ მოგვაგებინა მაშინ ყველა ვარსკვლავად და ნაკრების ლიდერად თვლით და ერთი არგაკეთებული პასის გამო მიწაში ჩადეთ ლამის. თქვენბაირი გულშემატკივრები რომ გვყავს მაგიტომ გვყავს ასეთი ნაკრები
ირაკლიხასაია
08 აგვისტო 2017 21:42
6
შენნაირი გულშემატკივრები რომ გვყავდეს მუნდიალს მოიგებდნენ არა? ვაი
კობა
09 აგვისტო 2017 03:09
1
მართალი უთქვამთ ბავშვებს....თუ 24 წლის ასაკში „უბურთოდ“ და ბურთიანად მოედანს ვერ ხედავ, შენიანს ვერ ამჩნევ, თან გუნდის შეტევას აფუჭებ....რა გინდა ფეხბურთში?????
pelepele00
08 აგვისტო 2017 21:31
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული