მეტოქე: მარსელ კოლერმა ავსტრიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელ კოლერმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით 2 სექტემბერს, კარდიფში, სტუმრად ითამაშებენ უელსთან, ხოლო 5-ში ვენის "ერნსტ ჰაპელზე" საქართველოს უპირველეს გუნდს უმასპინძლებენ.

კოლერმა ამ მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და იმ ფეხბურთელების ვინაობაც გვაახლა, რომელთაც ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებს.

მეკარეები: დანიელ ბეხმანი (უოტფორდი, ინგლისი), მარკუს კუსტერი (მატერსბურგი), ჰაინც ლინდერი (გრასჰოპერსი, შვეიცარია);

მცველები:
მორიტც ბაუერი (რუბინი, რუსეთი), კევინ დანსო (აუგსბურგი, გერმანია), ალექსანდრ დრაგოვიჩი (ლევერკუზენი, გერმანია), მარტინ ჰინტერეგერი (აუგსბურგი, გერმანია), შტეფან ლაინერი (ზალცბურგი), სებასტიან პრიოდლი
(უოტფორდი, ინგლისი), მაქსიმილიან ვობერი (რაპიდი);

ნახევარმცველები:
დავიდ ალაბა (ბაიერნი, გერმანია), მარკო არნაუტოვიჩი (ვესტ ჰემი, ინგლისი), იულიან ბაუმგარტლინგერი (ლევერკუზენი, გერმანია), ფლორიან გრილიტში (ჰოფენჰაიმი, გერმანია), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი, გერმანია), ფლორიან კაინცი (ვერდერი, გერმანია), შტეფან ილსანკერი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), კონრად ლაიმერი (ლაიპციგი, გერმანია), მარსელ ზაბიტცერი (ლაიპციგი, გერმანია), ლუის შაუბი (რაპიდი);

თავდამსხმელები:
გვიდო ბურგშტალერი (შალკე, გერმანია), მიხაელ გრეგორიჩი (აუგსბურგი, გერმანია), მარკ იანკო (სპარტა, ჩეხეთი);

სათადარიგო შემადგენლობა:
ოსმან ჰაჯიკიჩი (აუსტრია), ფილიპ ლაინჰარტი (ფრაიბურგი), მიხაელ მადლი (ფულჰემი), კევინ ვიმერი (ტოტენჰემი, ინგლისი), შტეფან ჰირლანდერი (შტურმი), კრისტოფ კნასმიულერი (ადმირა), ჰანს ვოლფი (ზალცბურგი), დანი ალარი (შტურმი), ლუკას ჰინტესერი (ბოხუმი, გერმანია), კარიმ ონისივო (მაინცი, გერმანია), მაქსიმილიან საქსი (ადმირა).

თვალის ერთი გადავლებითაც კარგად ჩანს, გერმანულ რელსებზე მდგარ ავსტრიას სერიოზული შემადგენლობა რომ ჰყავს, მაგრამ მარსელ კოლერის გუნდი უელსსა და საქართველოსთან მატჩებისთვის რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს მაინც მოისაკლისებს.

ავსტრიელთა რიგებში ვერ ითამაშებენ "აუსტრიას" მეკარე ალმერი, "ვერდერის", "ჰერტასა" და "შალკეს" ნახევარმცველები - იანუზოვიჩი, ლაზარო და შოპფი. ჩამოთვლილთაგან, ალბათ, ყველაზე დიდი დანაკლისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ნახევარმცველ იანუზოვიჩის არყოფნაა.

ავსტრიული მედია უახლოეს ორ შეხვედრას ეროვნული გუნდისთვის "გადამწყვეტს" უწოდებს. ავსტრიის ნაკრები ამ დროისთვის D ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზეა და უახლოეს ორ შეხვედრაში ჰაერივით სჭირდება 3-3 ქულა.

ზოგადად, ავსტრიულ მედიას თუ გადავხედავთ, არცთუ იშვიათად ისმის კრიტიკული შენიშვნები მწვრთნელის მიმართ. იქაური ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ კოლერის გუნდი ვერ აჩვენებს ისეთ ფეხბურთს, როგორიც შეუძლია ამ შემადგენლობის გათვალისწინებით.

ის კი არა, თამამად ვარაუდობენ კიდეც, რომ ეს ორი მატჩი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს კოლერისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ ავსტრიამ კიდევ წაიფორხილა, ფაქტობრივად, დაკარგავს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს და, ჩვენი ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული