"მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ბოლომდე პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ შეხვედრას. საქართველოს ნაკრები რომელიმე სხვა ჯგუფში რომ იყოს, მისი სატურნირო მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
ხშირად ხდება ისე, რომ ქართველები კარგად თამაშობენ და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს პრობლემას უქმნიან. მათ ჰყავთ გამორჩეული ინდივიდუალისტები, რომელთაც ბევრი რამის შექმნა შეუძლიათ მინდორზე. ჩვენი მოწინააღმდეგის რიგებში ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ყურადღება
...სერბეთთან საშინაო შეხვედრა 5 სექტემბერს გვაქვს, მაგრამ ჯერ ამ მატჩზე ფიქრი დაუშვებელია! მართალია, ჩვენ და სერბეთი შესარჩევ ჯგუფს ვლიდერობთ, მაგრამ სანამ საქართველოსთან მატჩი ჯერ კიდევ წინ არის, ნებისმიერ სხვა რამეზე ფიქრი არ შეიძლება! ჩვენ მხოლოდ მაშინ უნდა ვიფიქროთ სერბებთან მატჩზე, როცა თბილისს დავტოვებთ.
საქართველოსთან შეხვედრაში ბოლომდე დაგვჭირდება მობილიზება. ეს ყველა ფეხბურთელმა ძალიან კარგად იცის. მჯერა, ისინი გაითავისებენ დიდ პასუხისმგებლობას.
თბილისში თამაში იოლი არასოდეს არის. ჩვენ საქმე გვექნება სერიოზულ მოწინააღმდეგესთან, რომელსაც ზურგს საკუთარი კედლები გაუმაგრებს", - თქვა ო'ნილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისურ მატჩში ირლანდიის ნაკრებს კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი, "ევერტონის" უკანახაზელი, ტრავმირებული სიმუს კოულმენი დააკლდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"