მან "ლელოსთან" 2 სექტემბერს ირლანდიასთან გასამართავ მატჩზე ილაპარაკა:
"ირლანდიასთან გასული თამაშების ისტორიას რომ გადავხედოთ, ჩვენთან იოლად არასოდეს მოუგიათ და, შეიძლება ითქვას, ბევრი არაფრით ჩამოვუვარდებოდით. პირიქით, იყო შემთხვევები, 3 ქულას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით და მეტოქეზე ნაკლები ფეხბურთი არ გვიჩვენებია. მაგრამ ფაქტია, ამ ნაკრებთან საქართველოს ჯერ არ მოუგია.
ამ ცუდი სტატისტიკის მიუხედავად, დიდი იმედი მაქვს, 2 სექტემბერს ნავსი გატყდება და მოვიგებთ. იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად
ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ ძველი შეცდომები უნდა გავითვალისწინოთ:
"ცუდი სტატისტიკა იმას არ ნიშნავს, რომ გრანდია. საქართველოს ნაკრებს ირლანდიაზე ძლიერ გუნდებთან უკეთესი შედეგები ჰქონია და ვიყოთ იმედიანად. მთავარია, კარგად გავაანალიზოთ, რა გვემართებოდა.
ირლანდიას საქართველოსთან სულ უჭირდა, მაგრამ ბოლო მომენტში მიზანს მაინც აღწევდა. ეს არის საინტერესო, რის ხარჯზე ახერხებენ ამას. მიმაჩნია, რომ ეს ფაქტორი არის კონცენტრაცია".
სირაძე დარწმუნებულია, რომ ირლანდიასთან ბოლო წუთამდე ყურადღება განსაკუთრებით აუცილებელია:
"ვერავინ დამაჯერებს, რომ ჩვენს ბიჭებს ირლანდიაზე ნაკლები ბრძოლისუნარიანობა აქვთ და მოედანზე ვინმეს რამეს უთმობენ. ნაკრებში წლების განმავლობაში ვთამაშობდი და პირდაპირ ვამბობ - ამის მთქმელი რეალობასაა მოწყვეტილი. მთელ მსოფლიოში ფეხბურთელები ყველაზე მეტი მონდომებით საკუთარ ნაკრებში თამაშობენ და ჩვენთანაც ასეა.
მაგრამ ირლანდია სანიმუშო კონცენტრაციის ხარჯზე გვიგებდა და დაცვაში შეცდომებს არ გვპატიობდა.
ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ და სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალური მობილიზება დაგვჭირდება - ასეთი გუნდი არაფერს გაპატიებს. დაკვირვებული ვარ და ესეც გასათვალისწინებელია - მეორე ტაიმში, განსაკუთრებით ბოლო 10 წუთში, შეუძლიათ ტემპის მომატება, რაც მათ კარგ ფიზიკურ კონდიციებზე მეტყველებს.
გაიხსენეთ, რამდენიმე შეხვედრა სწორედ ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით მოგვიგეს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"