ვლადიმირ ვაისი: გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს და ბოლომდე დაიხარჯება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა "დინამო არენაზე" ირლანდიასთან მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"რთული მდგომარეობა გვაქვს იმ საკითხში, რომ ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აკლია, მაგრამ ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და შევეცდებით სამი ქულა ავიღოთ. გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს და ბოლომდე დაიხარჯება. არის მომენტები, როცა არ გვიმართლებს ან არ გამოგვდის, თუმცა შევეცდებით თავდასხმაში აქტიურები ვიყოთ.

მეტოქე ძლიერია და კარგი მწვრთნელიც ჰყავს. ირლანდია ფიზიკურად კარგი გუნდია.

ამ შესარჩევში ირლანდიასთან, სერბეთთან, უელსთან კარგად ვითამაშეთ და უკეთესს შედეგს ვიმსახურებდით, მაგრამ საქმე
ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ვეცდებით ირლანდიასთან პირველი გოლი გავიტანოთ და გავიმარჯვოთ.

შევეცდებით ეს შესარჩევი ეტაპი მაჟორულ ნოტაზე დავამთავროთ.

ყოველთვის ვცდილობთ დადებითი შედეგის მიღწევას, თუმცა ხარისხიან ფეხბურთს ყოველთვის ვერ ვთამაშობთ, რაც ხელს გვიშლის სასურველი შედეგის მიღწევაში.

ირლანდიასთან ითამაშებენ ისინი, ვისაც გარკვეული პრაქტიკა და გამოციდელბა აქვს. არ გვეყოლება ჯაბა კანკავა, რომელსაც ყვითელი ბარათების ლიმიტი აქვს.

მეტოქესთან ცუდი სტატისკიკა გვაქვს, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ და ფეხბურთელებიც მოუთმენლად ელიან მატჩს", - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს საქართველო-ირლანდიის მატჩი "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას "პირველი არხი" აჩვენებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კალათბურთში შედეგის მიღწევა უფრო ადვილია ვიდრე ფეხბურთში რადგან ფეხბურთში ძალიან დიდი კონკურენციაა. არ გვყავს თამედროვედ მოაზროვნე ფეხბურთელები და მწრთვნელები იმიტომ რომ უდაბლეს დონეზეა ყველაფერი.
კულინარი
02 სექტემბერი 2017 12:07
0
გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს მაგრამ მაინც წააგებს.
კოლა
02 სექტემბერი 2017 12:04
0
თუ ცოტა ყისმათი გვექნა და მსაჯმა ნორმალურად იმსაჯა, გუმანით ვგრძნობ რომ მოვიგებთ, ასევე ვის დააყენებს და რა ტაქტიკას აირცჰევს. მე ამ ჯგუფიდან პირველი ადგილიდან გავიდოდი. და ეს დებილები მესამე ადგილს დადეწბითად აფასებენ, აი აქ იყო თავიდანვე ფედერაციის ყველაზე დიდი შეცდომა, ამხელა ფულს აძლევენ ვაისს რაში, ვერგასვლაში? კანეჩნა ვაისს კიდია, ფედერაციასაც, ისინი გასაშვები არიან
vaso
02 სექტემბერი 2017 11:52
1
ძალიან გთხოვთ, ვინმემ ამიხსენით ან გამაგებინეთ რა გააკეთა ამ კაცმა ნაკრებში რომ უკვე სამომავლოდ ფიქრობს, გავიდა მესამე ადგილზე? ან იქნებ ფედერაციას მოსწონს შედეგი? გაუშვით და დააბრუნეთ ცხადაძე, იმიტომ რომ მაგ კაცმა ამათი საცოდაობის ყურება გასაძლები მაიც გახადა ეხლა კი წამება!!!!
aaa
02 სექტემბერი 2017 10:30
0
ქართველ ფეხბურთელებზე ამბობს ბოლომდე დაიხარჯებიანო? მაქსიმუმ 20 წუთი, მერე გაბნეული ბრინჯი უფრო მარტივად შეგროვდება ვიდრე ეს გაჭირვებული 11კაცი
izi
02 სექტემბერი 2017 10:30
0
არ დაუმთავრებია ვაისს ეს წინადადება “ და მაინც დავმარცხდებით“ აი დასასრული. სამწუხაროა მაგრამ ასეა. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და მომავალ თაობებს მივხედოთ.
dadu
02 სექტემბერი 2017 10:19
0
იქნებ ისიც გვითხრათ, რომ გუნდი სერიოზელად ემზადება და სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მივიდეს? მწვრთნელი, რომელიც ასეთი მოთამაშეებით რაიმე შედეგზე (მითუმეტეს ირლანდიასთან მოგებაზე) ფიქრობს, ან თავს იტყუებს, ან ვინმეს ატყუებს
მმმ
02 სექტემბერი 2017 07:49
0
ასეთი სუსტი ჯგუფი არ გყოლოათ და მაინც შეირცხვინეთ თავი. მიზეზები თქვენთვის შეინახეთ
1,2,3,5,8...
01 სექტემბერი 2017 21:08
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული